ქალის სხეულთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებს პატრიარქალური საზოგადოება ხშირად მის სამართავად და დასათრგუნად იყენებს.
მნიშვნელოვანია ყველა ქალს ესმოდეს, რომ მათი უფლებაა თავისუფლად გააკონტროლონ და გადაწყვიტონ მათ სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები, იძულების, ჩაგვრის და ძალადობის გარეშე.
ჩვენი მიდგომა
ჩვენ ვებრძვით ქალის გარშემო არსებულ ყველა სოციოკულტურულ კლიშეს. ვცდილობთ საზოგადოების მავნე წარმოდგენებზე ზემოქმედებას, მათი ინფორმირებით, თუ პროტესტით და შეწინააღმდეგებით.