აშშ-ის ნაკრები მომავალ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის ემზადება და ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპებს გადის. თუ მისი ეს რბოლა წარმატებით დასრულდება, ოლიმპიადაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს ღიად ტრანსგენდერი კაცი კრის მოსიე (Chris Mosier). აშშ-ში კრისი დიდი ხანია, რაც ცნობილია: 2015 წელს, იგი პირველი ტრანსგენდერი ადამიანი გახდა დუატლონისა და ტრიატლონის ამერიკულ ნაკრებში. გარდა ამისა, იგი პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენია, რომელსაც Nike უჭერს მხარა.
ოლიმპიადაზე მოსახვედრად, კრისმა სპორტის ახალი სახეობის – სპორტული სიარულის – ათვისება გადაწყვიტა. იგი ვარჯიშს მხოლოდ 2019 წლის მაისში შეუდგა. ამ დღეებში, უკვე შესარჩევი ტური დაიწყო 50-კილომეტრიან დისტანციაზე – მოსიე წარმატებით დაწინაურდა, თუმცა მოგვიანებით მუხლის ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, სპორტსმენმა შესარჩევ ტურნირში კაცებს შორის მე-12 ადგილი დაიკავა.
კრისის თქმით, მას ესმოდა, რომ შესაძლოა, ოლიმპიადაზე ვერ მოხვედრილიყო, მაგრამ თავდაპირველად, შესარჩევ შეჯიბრებამდე მისვლა დაისახა მიზნად. შედეგად, მოსიე უკვე დუატლონში დაბრუნებას და მის სპორტულ სიარულთან შეთავსებას აპირებს.