ვიდეო / კოალიცია თანასწორობისთვის

ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში 2019 (ონლაინ დისკუსია)

2020 წლის 26 მაისს, “გაიმართა კოალიცია თანასწორობისთვის“ 2019 წლის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია თემაზე: ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში
„კოალიცია თანასწორობისთვის“ რიგით მეოთხე, 2019 წლის ანგარიშში – “დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში”, მოცემულია 2019 წელს ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული სურათი (ანგარიშის ელექტრონული ვერსია – https://bit.ly/3bIisWX)
ანგარიშის ერთი თავი 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარების მიმოხილვას ეძღვნება.
გასული წლის ანგარიშში, ქალთა წინაშე მდგარ პრობლემათა შორის, განსაკუთრებით გამოიკვეთა ადრეულ ქორწინებასთან, სექსუალურ ძალადობასთან, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები.
მომხსენებლები: ნათია გამხიტაშვილი, საფარი – მოდერატორი; თეონა ყუფუნია, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI); ნინო ჩიხლაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).