როდესაც მარტის დასაწყისში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დაწესდა, გრეის ვაინშტაინმა რაღაც უცნაური შეამჩნია. 48 საათის მანძილზე, მას სამი ადამიანი დაუკავშირდა, რადგან მათ შფოთვისა და პანიკის შეტევები ჰქონდათ. ვაინშტაინს შფოთვასა და დეპრესიას დამატებული პანიკური აშლილობების დიაგნოზი აქვს, ამიტომაც, მეგობრებისთვის, რომლებსაც თავს მოულოდნელი სტრესი დაატყდათ, იგი იყო ადამიანი, რომელსაც რჩევისთვის მიმართეს.
თუმცა, თავად ვაინშტაინს, კარანტინის დაწყებიდან, პანიკის არც ერთი შეტება არ ჰქონია. სინამდვილეში, ყველაფერი იმდენად კარგადაა, რომ იგი გამშემომყოფთათვის სტაბილურობის განსახიერებად იქცა.
COVID-19-ის მთელს მსოფლიოში გავრცელებასთან გამკლავებას უამრავი ადამიანი ცდილობს, მისი ფსიქიკური მდგომარეობის განურჩევლად. დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების მქონე პაციენტების უმრავლესობამ იხილა, რომ მისი სიმპტომები გაუარესდა, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა იგრძნო, რომ ეს სიმპტომები შესუსტდა.
საქმე იმაში არაა, რომ ადამიანებმა არაფერი იციან გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული საშინელი დანაკარგების შესახებ. ისინი ამაზე გვიან ღამითაც ტირიან. ისინი დარდობენ ბებიაზე და ცოფდებიან იმ ნათქვამზე, რომ ყველაზე საუკეთესო, რისი გაკეთებაც კი ხნიერ ადამიანებს ამ ქვეყნისთვის შეუძლიათ, – ეს სიკვდილია. ცოფებდებიან მათი ქვეყნის მესვეურთა უხეში არაკომპეტენტურობით და გულგრილობით ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ისინი ძალზე ხშირად ამოწმებენ სიახლეებს.
და მაინც, როცა იღვიძებენ, თავს ისე დუნედ აღარ გრძნობენ, როგორც ადრე. ლოგინიდან ადგომა უადვილდებათ. გაქრა მათ თავში მოზუზუნე აბეზარი აზრები. თავს ეუბნებიან: ჩემი ოჯახი ჯანმრთელადაა. და, რაღაც მიზეზის გამო, ეს საკმარისია. რამდენიმეწლიან შფოთვასა და დამღლელ, თვითმკვლელობამდე მისულ დეპრესიას შორის მოძრავი ჩემი განწყობა ბოლოს და ბოლოს წესრიგდება. მიუხედავად ყველაფრისა, მე მესმის, რომ ყველაფერი რიგზეა, გაცილებით უკეთ, ვიდრე ბოლო წლებში იყო.
ეს უცნაურია, მაგრამ, ასეა.
ელიზაბეტ კოენი უკვე 15 წელია, ფსიქოლოგია, „შფოთვის“ სპეციალისტი. იგი ამბობს, რომ მისი კლიენტეის 20%-მა სინამდვილეში იგრძნო, რომ ბოლო კვირებში სიმპტომები შეუსუსტდა, მაშინ, როდესაც დანარჩენებში ოდნავი ცვლილებები შეიმჩნევა. ელიზაბეტ ვისჩელია, რომელიც 16 წლის მანძილზე პრაქტიკოს ფსიქიატრად მუშაობს, ასევე აღნიშნავს, რომ მისი კლიენტების მნიშვნელოვან რაოდენობას სიმპტომები შეუმსუბუქდა. ორივე სპეციალისტი შესაძლო მიზეზებს გვისახელებს, რომელთა გამოც, სავარაუდოდ, დეპრესიის ისტორიის მქონე ადამიანები პანდემიის ჟამს შვებას ჰპოვებენ.
კოენის თქმით, ადამიანების დიდი ნაწილის შფოთვა რაღაც უცნობის მოლოდინს უკავშირდება – განგაში რაღაც ცუდზე, რაც აუცილებლად მოხდება. „პანდემიის შემდეგ, როცა ბევრი ადამიანის აზრით, საშინელი რამ მოხდა, ეს მოლოდინის თემა თავისთავად გაქრა“, – აღნიშნავს იგი.
ბედის ირონიით, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დეპრესიისა და შფოთვის მქონე ადამიანებს ამ კრიზისთან გამკლავებაში ეხმარება, არის ჩვევა, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში გავურბივართ. შფოთვისა და დეპრესიის მქონე ადამიანები თავიანთი უშუალო სიტუაციებისგან განცალკევდნენ. განზრახ თუ შემთხვევით, ამ ფსიქიკურ პროცესს დისოციაცია ეწოდება. მაგალითად, ადამიანს შეუძლია, კონცენტრირდეს სამუშაოზე, ვიდრე შინ დაბრუნდება, რათა კვლავ ჩაიძიროს ტელეშოუში ან ინსტაგრამში.
„ეს სულაც არაა კარგი, – ამ დროს საკუთარი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ხელიდან უშვებ, მაგრამ ახლა… თუ შენ მთავარი დისოციატორი ხარ, შენ უკვე საუკეთესო ადგილას აღმოჩნდი… შენ უკვე გაქვს საშუალებები, თუ როგორ დაიძვრინო თავი საშინელი გრძნობებისგან“, – აღნიშნავს კოენი.
ვისჩელიას ამის თაობაზე სხვა თეორია აქვს. ეს მის კლიენტს უკავშირდება, რომელსაც სიმპტომები დღეს სრულიად გაუქრა. „მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ როგორც იქნა, სამყარო გახდა მისი შინაგანი სამყაროს მსგავსი. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მისი გარემომცველი რეალობა მის შინაგან სამყაროს ემთხვევა, ეს აზროვნებაში თვითკრიტიკის თემა აქრობს და ადამიანს შვებას ჰგვრის.
ჩვენი ის ნაწილი, რომელიც ჩვენ განგვსჯის და ჩვენ სხვებს გვადარებს, ძალიან დამღლელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც თავს გარიყულად გრძნობს. ის, რომ ადამიანები აქტიურად ებრძვიან მარტოობასა და იზოლაციას, ვიღაცისთვის, ვინც ამას აქამდეც განიცდიდა, ეს ფაქტი მისი მდგომარეობის ერთგვარი დადასტურებაა“, – განმარტავს ვისშელია.
ვაინშტაინისთვის, რომელიც აუდიტორიაზე მუშაობს, ახალ ამბებზე მუშაობა შვებაა, რადგან ზუსტ ინფორმაციაზე აქვს წვდომა და კორონავირუსის შესახებ ყველაფერს ადევნებს თვალს. მამამისმა, რომელიც ჩინეთში, იუჰანში, მუშაობს, მას ადრე უთხრა, რომ მისი აზრით, დეკემბერში კორონა შეეყარა და გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ვაინშტაინს სხვა ადამიანების უმრავლესობაზე უპირატესობა ჰქონდა, როცა საქმე ამ პანდემიის სერიოზულობას ეხებოდა.
მაგრამ, ვაინშტაინი ყველაზე მეტად იმას ვარაუდობს, რომ მისი შფოთვის ისტორიამ და თერაპიის დროს დასწავლილმა ხერხებმა მას სირთულეებთან გამკლავება გაუადვილა.
„ხანგრძლივი დროის მანძილზე, მე ოთახში ჩემს აზრებთან მარტო ყოფნას მივეჩვიე. კარანტინში, თითქოს ამას თავს აღწევ და ფიქრობ: როდის გავალ აქედან? 20 დღეში? 40-ში? ან იქნებ 60-ის შემდეგაც არა? რა მელის? ამ აზრობრივ პროცესებს მივეჩვიე და მივესალმები, და ვიცი, როგორ მოვეპყრა მათ, რომ ისინი გავახანგრძლვო“, – გვიამბობს ვაინშტაინი. თავისი დერპესიის გამო, იგი ცხოვრებას ისედაც გარკვეული ხნით იყო ჩამოცილებული.
სხვათა შორის, ვაინშტაინი კარანტინში მოხვედრისას განსაკუთრებულად მოწყვლად სიტუაციაში აღმოჩნდა: მას პარტნიორი 3 დღით ადრე დაშორდა. ყველაფრის დალაგების გეგმები ჩაიფუშა. ემოციური კორიანტელისგან თავის დასაღწევად, მან საკუთარი ცხოვრების გაანალიზება სცადა. თავად პანდემიამაც გარკვეული პერსპექტივა მისცა მას; გაგანია გლობალური პანდემიის დროს, დაშორება უკვე ნაკლებ დამანგრეველ ფაქტირად გამოჩნდა.
კინოკრიტიკოსმა ხუან ბარკინმა, კლინიკური დეპრესიით, ასევე შვება ჰპოვა პანდემიის ჟამს. „დიდი ხანია, დეპრესიის შემოტევა აღარ მაქვს. დიდი ხანია, აღარ მიტირია“, – ამბობს იგი. ბარკინიც, ვაინშტაინის მსგავსად, შექმნილი მდგომარეობიდან მაქსიმუმი სარგებლის ნახვას შეეცადა. ინტროვერტობა მას დაეხმარა, ისევე, როგორც საზოგადოების ნაცვლად ციფრული სივრცის წარმოდგენა.
„მაიამიში ფესტივალი მქონდა დაგეგმილი, 60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლების მოკლემეტრაჟიანი ეროტიკული ფილმების საჩვენებლად. სამწუხაროდ, ვირუსის გამო, ფესტივალი გაუქმდა, მაგრამ ეს ამბავი მე მეუბნება: ძალიან კარგი, რომ შენობაში არ გავიჭედე. დროის მეტი რა მაქვს? ავდგები და ამ ფილმებს ონლაინ გავუშვებ! და მართლაც გავუშვი“, – გვიამბობს იგი.
კინო დე ტელევიზია ამ პერიოდში ბევრისთვის ნუგეშად იქცა, და მათ შორისაა ბარკინიც. მისი თქმით, მისთვის დიდი შვებაა გარკვეულ შენობებში მუშაობის აუცილებლბისგან გათავისუფლება, განსაკუთრებით ეს ეხება ოფისს და ყოველდღიურ სამუშაოს. „მართლაც უკვე სულ ერთია, რა გაცვია და როგორ გამოიყურები. მეცვა კიმონოც და კომბინეზონიც. იმის მოლოდინის გაქრობა, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში, რეგულარულად უნდა აკეთო, უბრალოდ გაცოცხლებს, იმ მდგომარეობასთან შედარებით, როცა ყველაფერს დადგენილი ნორმებით მიჰყვები“.
„ხანდახან, დღის ბოლოს, ვფიქრობ: თავი დამნაშავედ ხომ არ ვიგრძნო იმის გამო, რომ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ? ეს ჩემთვის ცუდია? მაგრამ, სირცხვილის გრძნობის ნაცვლად, მე მადლიერებას განვიცდი იმ გარემოებებისთვის და ადამიანებისთვის, რომელთა გამოც თავი კომფორტულად ვიგრძენი“, – ამბობს ვაინშტაინი.
„მე მთელი კვირაა, პაციენტებს უხილავ აბლაბუდაზე ვესაუბრები, რომელშიც ყველანი ვცხოვრობთ. როცა მის ერთ ნაწილს ეხებიან, ამას ყველანი ვგრძნობთ“, – ამბობს ვისჩელია. იგი იხსენებს 2001 წლის 11 სექტემბერს – კიდევ ერთ კოლექტიურ თემას, რომელმაც, მიუხედავად უდაო ზარალისა, ასევე „მშვენიერი“ მომენტებიც გამოიწვია ნიუ-იორკელთა ცხოვრებაში – იმხანად ყველა ერთ მუშტად შეიკრა. ნაწილები შეერთდა. ეს საბოლოოდ აღდგენის პერიოდს დაუთმობს ადგილს.
„შესაძლოა, თქვენ და ზოგიერთი ჩემი პაციენტი უკვე იმკით ამის ნაყოფს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას საზოგადოებრივ დონეზეც გავაკეთებთ. უბრალოდ, ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორია ეს“, – ამბობს ფსიქიატრი.