"საფარის" აქტივობები / სიახლეები / ტრენინგები

ქალებისა და გოგონების მიმართ კიბერძალადობის ფორმები და უსაფრთხოება – ტრენინგი

sapari

„საფარი“ იწყებს აპლიკაციების მიღებას ტრენინგში მონაწილეობისთვის, რომელიც ქალებისა და გოგონების მიმართ კიბერძალადობის სხვადასხვა ფორმებს დაეთმობა. ტრენინგის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ისეთ თემებს როგორებიცაა: გენდერული ძალადობის ფორმები, კიბერძალადობის ფორმები და მისი გამოვლინება, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დაცვა, სტრესის მართვა, კიბერუსაფრთხოება – პერსონალური მონაცემების დაცვა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: უფლებადამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სპეციალისტებს, იურისტებს, IT სპეციალისტებს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს.

პრიორიტეტი მიენიჭება რეგიონში მომუშავე პირებს

* პროექტში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, რომ სრულად დაესწროთ სატრენინგო მოდულებს და ფლობდეთ ინგლისურ ენას.
* ტრენინგების გავლის შემდეგ საუკეთესო 4 მონაწილე გაემგზავრებას გერმანიში სასწავლო ვიზიტით.

ტრენინგები ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით: ონლაინ/ოფლაინ. სასტუმროში განთავსების და მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზაციის მიერ.

ფიზიკურ სივრცეში ტრენინგების თარიღებია: 23-26 სექტემბერი, 2022
ონლაინ სივრცეში ტრენინგების თარიღებია: 3 ოქტომბერი, 2022
სასწავლო ვიზიტი გერმანიაში: 5 დღე, ნოემბერი, 2022

განაცხადის გამოსაგზავნად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 სექტემბერი.

პროექტი „SafetyNet – ქალთა მიმართ კიბერძალადობასთან ბრძოლა” დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიერ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა და ცნობიერების ამაღლებას გოგონათა და ქალთა მიმართ კიბერძალადობის და პრევენციის შესახებ, რათა ქალებისთვის და გოგონებისთვის ციფრული სივრცე გახდეს ფრო უსაფრთხო.