დეკემბრის თვეში საფარს დაუკავშირდა არასრულწლოვანი, რომელზეც უცხო პირი სოციალური ქსელების გამოყენებით ძალადობდა. ადგილი ჰქონდა ონლაინ სივრცეში სისტემატურ მუქარასა და ადევნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად მიმართა პოლიციას და პირისთვის ბრალის წარსადგენად არსებობდა ყველა საჭირო მტკიცებულება, საქმისთვის არ იყო მინიჭებული სწორი კვალიფიკაცია და მამაკაცი არ დაუკავებიათ. გარდა ამისა, გამოძიების პროცესში, დაზარალებულის მიერ მისი დაბლოკვის მიუხედავად, პირი კვლავ ამყარებდა არასრულწლოვანთან კავშირს, ქმნიდა ახალ ექაუნთებს და აგრძელებდა მუქარას. ის გოგოს სახელით ქმნიდა ყალბ ანგარიშებს და მას ღირსების შემლახავ ტექსტებს უვრცელებდა.
საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო, რის შედეგადაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკვეთა ზუსტი კვალიფიკაცია, მუქარას ადევნების მუხლი დაემატა და დამნაშავე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.



