ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა ინსტაგრამში განაცხადა, რომ თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევ ქალებზე პასუხისმგებლობას მათი ნათესავი კაცები აგებენ.
“თუ თქვენ სიამაყე გაგაჩნიათ, თქვენს ძმებს მიმართეთ. მეგობრებო, თვალყური ადევნეთ ქალებს და მათ ქუჩაში გასვლის უფლება არ მისცეთ!”, – ამბობს იგი.
დაუდოვს მიაჩნია, რომ ჩეჩნეთის მკვიდრი ქალები ბოროტად იყენებენ იმ ფაქტს, რომ რეგიონის ადათების მიხედვით, ქალთან ფიზიკური შეხება მიზანშეწონილი არაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი დაკავებაც შეუძლებელია.
“ჩვენმა ქალებმა იციან ქალსა და კაცს შორის არსებული ქცევის თავისებურებები, იციან, რომ არაფერს ეტყვიან, და ქალაქში თავიანთ საქმეებზე ნიღბებისა და საშვების გარეშე გადაადგილდებიან. დებო, დედებო, ეს ულამაზოა!”, – დასძენს დაუდოვი.
მისი თქმით, პოლიციელები ამიერiდან ქალების ძმებსა და ქმრებს ჰკითხავენ, რატომ არ ადევნებენ თვალყურს “თავიანთ ქალებს” და რატომ აძლევენ მათ უფლებას, “რესპუბლიკის ყველა ძალისხმევა წყალში ჩაყარონ”.