სტრიმინგ სერვისმა Disney+ განაახლა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ანიმაციურ ფილმებში “დამბო”, “პიტერ პენი”, “ფანტაზია” და სხვ., ადამიანები და კულტურები ნეგატიურადაა ასახული.
Disney-მ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩასვა ეს გაფრთხილება ბევრ ანიმაციურ სურათში, მაგრამ ისინი მოკლე იყო და მხოლოდ პროდუქტის შინაარსსა და “მოძველებულ ასახვაზე” საუბრობდა, ქვემო ტიტრების მეშვეობით. ახლა, მაყურებლებს უფრო დეტალური მიმართვის ნახვა შეუძლიათ, რომელიც ეკრანზე გავა და შეყოვნდება კიდეც.
“ეს პროგრამა მოიცავს ნეგატიურ ასახვას და/ან ადამიანების ან კულტურების მიმართ უპატივცემულობას. ეს სტერეოტიპები დღეს არასწორი და შეცდომაა. იმის ნაცვლად, რომ ეს კონტენტი წაგვეშალა, ჩვენ გვსურს, ვაღიაროთ მისი მავნე ზემოქმედება, მისგან მივიღოთ გაკვეთილები და დავიწყოთ მსჯელობა, რათა ერთად შევქმნათ ინკლუზიური მომავალი. Disney ისწრაფვის, შექმნას შთამაგონებელი ისტორიები, აღმოაჩინოს თემები, რომელიც კაცობრიობის მდიდარ, მრავალფეროვან გამოცდილებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასახავს”, – ნათქვამია ახალ ტექსტში. გარდა ამისა, სტრიმინგი ახალ პორტალზე, Stories Matter-ზე ბმულს გვთავაზობს, რომელიც მრავალფეროვნებასა და ამბების თხრობას ეძღვნება.