ენდომეტრიოზის პრობლემა ჩვენში ბევრ ქალს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში კონკრეტული სამედიცინო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება არცთუ რთულია, ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ამ რთულ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა ქალებში გამოცდილებების გაზიარება იქნება შესაძლებელი, უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ საჭირო საქმის ორგანიზება გადაწყვიტა ნათი ნათენაძემ, რომელმაც სპეციალური ბლოგი მიუძღვნა ენდომეტრიოზის პრობლემას. ამ პლატფორმაზე შეხვდებით როგორც პროფესიულად შედგენილ ინფორმაციას დასახელებული დაავადების შესახებ, ასევე – კონკრეტული ქალების პირად ისტორიებსა და გამოცდილებებს, რისი გაზიარებაც ნამდვილად საჭირო საქმეა. “საფარის” ვებპლატფორმა წარმატებებს უსურვებს ამ წამოწყებას და დროდადრო ბლოგზე გამოქვეყნებულ საინტერესო სტატიებსაც გაგიზიარებთ.
რადგან ამ ბლოგზე მოხვდი, ალბათ, შენც დაბნეული ეძებ პასუხებს, ცდილობ გაერკვე რა გჭირს, გჭირს თუ არა რამე საერთოდ? შეიძლება არც ისე დიდი ხანია, რაც გაიგე, რომ ენდომეტრიოზი გაქვს ან დიდი ხანია ეძებ ამ დაავადების მართვის გზებს. ხან გუგლავ, ხან ქალების ჯგუფებში სვამ კითხვებს, მეგობრებს ეწუწუნები, მკურნალობის მეთოდებს შორის ვერ აკეთებ არჩევანს ან არ იცი ვის მიმართო ან ღირს კი მიმართვა საერთოდ?!
ეს ბლოგი მზადაა მკურნალობის გზა გაგიმარტივოს, რაგდან ენდომეტრიოზი კი ქრონიკული დაავადებაა, რომლისგან განკურნებაც არ არსებობს, თუმცა მისი მართვა შესაძლებელია და არსებობენ ადამიანები, ვინც მზადაა შენთან ერთად ეძებოს შენი პრობლემების გადაჭრის გზები!
გაიარე უფასო კონსულტაცია გაგუას კლინიკის ექიმებთან, თინათინ გაგუას გუნდი მზადაა შენს საჭიროებებზე მორგებული დახმარება გაგიწიოს! თუ ენდომეტრიოზის დიაგნოზი გაქვს ან გაეცანი ენდომეტრიოზის სიმპტომებს და ეჭვი გაქვს ამ დაავადებაზე, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გაიარე კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელი გზით – დისტანციურად ან კლინიკაში მისვლით, საკონსულტაციო პროცესი მაქსიმალურად იქნება შენზე და შენს საჭიროებებზე მორგებული.
შეავსე ფორმა, გაგვიზიარე შენი ენდო ამბავი, მიუთითე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და კონსულტაციის შენთვის სასურველი მეთოდი (მეილი, სატელეფონო კონსულტაცია, ფეისბუქი, კლინიკაში ვიზიტი) და ფორმის შევსებიდან მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში მიიღე შენი კონსულტაციის ზუსტი თარიღი.