Forbes-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალებისა და კაცების სია გამოაქვეყნა (მონაცემები აღებულია 2019-ის ივნისიდან – 2020-ის ივნისამდე). ქალ მსახიობებს შორის, რეიტინგში პირველ ადგილზე სოფია ვერგარა აღმოჩნდა, რომელმაც 43$ მილიონი მიიღო სერიალში Modern Family (500 000 თითო სერიისთვის), ასევე შოუში America’s Got Talent-ში მონაწილეობისა და სარეკლამო კონტრაქტებისგან. მას რეიტინგში ანჯელინა ჯოლი, გალ გადოტი, მელისა მაკკარტი, მერილ სტრიპი, ემილი ბლანტი, ნიკოლ კიდმანი, ელენ პომპეო, ელიზაბეტ მოსი და ვიოლა დევისი მოსდევენ. Forbes აღნიშნავს, რომ ამ ქალების უმრავლესობამ, ჯოლისა და ბლანტის გარდა, შემოსავალი მიმდინარე სერიალებიდან მიიღო. მაგალითად, სკარლეტ იოჰანსონი, რომელიც ამ რეიტინგს შარშან სათავეში მოექცა, წელს მასში საერთოდ ვერ მოხვდა, რადგან “შავი ქვრივის” პრემიერა პანდემიის გამო გადაიდო და მას ამ ფილმიდან შემოსავალი ჯერ არ მიუღია.
Forbes-ში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში შრომის თანაბარი ანაზღაურების მხრივ პროფრესი შეიმჩნევა, ათობით ყველაზე მაღალანაზღაურებადმა კაცმა მსახიობმა, რომელთა სათავეშიც წელს დუეინ ჯონსონია, ორჯერ მეტი ანაზღაურება მიიღო, ვიდრე ქალებმა: მათი 545,5$ მილიონი ნამდვილად გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე – მსახიობი ქალების 254$ მილიონი.