სექსუალური შევიწროება

საფრანგეთში ქალს კაბის სიგრძის გამო სცემეს

სტრასბურგში 22 წლის ქალზე თავდასხმის საქმეს იძიებენ: სამმა კაცმა მას შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა – ისინი ქალის კაბის სიგრძემ აღაშფოთა.

ელიზაბეტი შინ მიდიოდა, როდესაც მას სამი კაცი მიუახლოვდა. ერთ-ერთმა წამოიძახა: “შეხედეთ ამ ბოზს კაბაში!”, შემდეგ ორმა კაცმა ქალი გააკავა, მესამემ კი მას სახეში დაარტყა. გოგონას თვალზე ჩალურჯებულიც დარჩა. კაცები მიიმალნენ. დაზარალებულის თქმით, თავდასხმა ათობით მოწმის წინაშე მოხდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დახმარებია მას.

საფანგეთის მთავრობამ ეს ინციდენტი შეაფასა, როგორც “უაღრესად სერიოზული”. საქმემ დიდი რეზონანსი ჰპოვა იმ ფონზეც, რომ ქვეყანაში ქალებს მათი ჩაცმულობის გამო ხშირად ესხმიან თავს – ფიზიკურადაც და სიტყვიერადაც.

სახელმწიფო მდივანმა გენდერული თანასწორობის საკითხებში, მარლენ შიაპამ, სტრასბურგი მოინახულა, რათა საზოგადოებრივ ადგილებში ქალთა დაცულობის საკითხი განეხილა. “როდესაც ჩვენ ქალებზე სექსუალური ან სექსისტური თავდასხმების, ქუჩაში შევიწროების მოწმენი ვხდებით, ჩვენ აუცილებლად პოლიცია ან ჟანდარმერია უნდა გამივიძახოთ”, – აღნიშნა მან.

გაზეთმა France Bleu Alsace გამოაქვეყნა ინფრმაცია, რომ საფრანგეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მელიუზში ორ ქალს კაცები თავს დაესხნენ იმის გამო, რომ მათი კაბის სიგრძე არ მოეწონათ.

theguardian.com