ფანჯარა

Fürsət pəncərəsi

❌Rusiyanın Ukraynaya agressiyası, onun suverenliyini ciddi şəkildə təhdid edərək ərazisini zəbt etməsi nəticəsində Gürcüstan, Ukrayna və Moldova üçün Avropa İttifaqına gedən yolda imkan pəncərəsi açıldı. Bu pəncərə elə bir şəkildə açıldı ki, bu zaman kimi heç vaxt bu qədər yaxın olmamışdı və Avropaya inteqrasiya yolunda ciddi və lazımi addımlar atılmasa, bəlkə də bizim nəsil bunu bir daha görməyəcək.
ℹUkraynada davam edən müharibə hesabına Gürcüstan, Ukrayna və Moldova üçün fürsət pəncərəsi açıldı, nəticədə hər üç ölkə Aİ-yə namizəd statusu üçün müraciət etdi. Müvafiq sorğunu cavablandırdıqdan sonra indiki baxış prosesində sanki hakimiyyətin anti-Qərb təbliğatı kifayət etmirmiş kimi, müraciətə baxış prosesində də niyyətlərini həyata keçirməyə davam etdilər. Fikrimcə, yəqin ki, heç kim bunu qəsdən etdiklərinə şübhə etmirdi, hətta mütəxəssis mövqeyindən baxmayanlar üçün də aydın şəkildə görünürdü.
‼Hətta Avropa Parlamentinin Gürcüstanın taleyi ilə bağlı qərar verməli olduğu gün bizim parlamentdə baş nazirin çıxış etdiyi iclas keçirildi. Burada Avropa Parlamentinin üzvləri birbaşa təhqir olundu və daha sərt və aqressiv anti-Avropa bəyanatları da verildi. Buna görə də, təbii ki, düşünürəm ki, onlar bunu qəsdən ediblər – Avropa İttifaqını istəmirlər, daha doğrusu, “böyükləri” istəmirlər, çünki Avropa onların marağında deyil. ℹMəqsədlərinə və mənfəətlərinə çatmaq, oliqarx, qeyri-demokratik, geridə qalmış, sosial-iqtisadi dövləti idarə etmək üçün ölkəni işğal edənə yaxınlaşmaq və ölkəni tamamilə və əbədi olaraq Avropanın orbitindən çıxarmaq, yoxsulluq və sistemli zülmlə dolu, hakimiyyətin bir adamın əlində olacağı və bütün ölkənin şəxsi maraqlarını və ambisiyalarını təmin etmək üçün fəaliyyət göstərməli olduğu ölkədir onların marağında olan.
📣Xüsusən də son 2-3 ildə Gürcüstan hakimiyyətinin siyasi arenada çəkdiyi imic nəticəsində anti-Qərb təbliğatı, manipulyasiyalar, qütbləşmə, qarşıdurmalar (ictimai bəyanatlardan başlayaraq, Çarlz Mişel sazişinə kimi) və bir çox oxşar faktlar əsasında Ukrayna və Moldovadan fərqli olaraq Gürcüstan Aİ üzvlüyü üçün namizəd statusu ala bilmədi. Gürcüstana son müddət qoyuldu, qətnamə şəklində tövsiyələr verildi, ölkə bunu 6 ay ərzində yerinə yetirməlməsi tələn olunur. Gürcüstan namizəd statusunu yalnız 12 bəndlik tövsiyələri yerinə yetirdikdə ala biləcək ( daha ətraflı növbəti yazıya baxın).
📌Qeyd olunan şərtləri yerinə yetirmək üçün cəmi 6 ay vaxtımız var. Bütün bunları etsək, namizəd statusunu alacağıq, yoxsa – yox. Ancaq qeyd etmək lazımdır ki, belə bir fürsət pəncərəsinin yenidən bizim üçün nə vaxt açılacağını proqnozlaşdırmaq demək olar ki, mümkün deyil. Bununıa yanaşı deyə bilərəm ki, əgər bütün vətəndaşlar özlərinə qarşı məsuliyyət daşımasalar və hakimiyyətdən bu şərtləri yerinə yetirməyi tələb etməsələr və məcbur etməsələr, bizim nəsil çox güman ki, Avropa reallığını görə bilməyəcək.
Müəllif: Ayhan Həsənov
შესაძლებლობათა ფანჯარა
❌რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, მისი სუვერენულობის სერიოზულად დამუქრების და ტერიტორიის დაპყრობის შედეგად, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის გზაზე გაიხსნა შესაძლებლობათა ფანჯარა. ეს ფანჯარა იყო ისეთი, როგორც არ ყოფილა ასე ახლოს არასდროს და შესაძლოა, ამის შემდეგ ვერც კი დაინახავს ჩვენი თაობა, თუ არ გადაიდგმება სერიოზული და საჭირო ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე.
‼უკრაინაში მიმდინარე ომის ხარჯზე, საქართველოსა და უკრაინის, მოლდოვასთვისაც გაიხსნა შესაძლებლობათა ის ფანჯარა, რომლის შედეგადაც, სამივე ქვეყანამ განაცხადი შეიტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. შესაბამის კითხვარზე პასუხის გაცემის შემდეგ, მიმდინარე განხილვის პროცესში, თითქოს ხელისუფლების მანამდე განხორციელებული ანტიდასავლური პროპაგანდა არ იყო საკმარისი, მათ განხილვის პროცესშიც განაგრძეს თავიანთი განზრახვის აღსრულება. ვფიქრომ, რომ ალბათ არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამას შეგნებულად აკეთებდნენ, ეს არაექსპერტილი თვალითაც კარგად ჩანდა.
ℹიმავე დღესაც კი, როდესაც ევროპარლამენტს საქართველოს ბედის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ჩვენმა პარლამენტმა ჩაინიშნა სხდომა, სადაც გამოვიდა პრემიერ-მინისტრი. აქ ევროპარლამენტარებს პირდაპირ ლანძღავდნენ და უფრო ძლიერმა და აგრესიულმა ანტიევროპულმა განცხადებებმაც გაიჟღერა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ, ამას განზრახ აკეთებდნენ, – მათ არ სურთ ევროკავშირი, უფრო სწორად, მათ „უფროსს“ არ სურს, არ არის მის ინტერესში ევროპა. მის ინტერესშია ქვეყნის ოკუპანტთან დაახლოება და ქვეყნის ევროპის ორბიტიდან მთლიანად და სამუდამოდ ჩამოშორება, რათა საკუთარ მიზანს და სარგებელს მიაღწიოს, მართავდეს ოლიგარქიულ, დემოკრატიის არმქონე, ჩამორჩენილ, სოციალურ-ეკონომიკურად დანგრეულ, სიღარიბისა და სისტემური ჩაგვრებით სავსე ქვეყანას, სადაც ძალაუფლება იქნება ერთი პიროვნების ხელში და მთელმა ქვეყანამ უნდა იფუნქციონიროს მისი პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
📣განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ასპარეზზე დახატული სურათის, ანტიდასავლური პროპაგანდების, მანიპულაციების, პოლარიზაციის, დაპირისპირებების (დაწყებული საჯარო განცხადებებით, დამთავრებული შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლით) და უამრავი მსგავსი ფაქტის შედეგად, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისაგან, საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. საქართველოს დაუწესდა ვადა, გაიცა რეკომენდაციები რეზოლუციის სახით, რომელიც ქვეყანამ 6 თვის ვადაში უნდა შეასრულოს. მხოლოდ იმის შემდეგ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, თუ შეასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს (იხ.მომდევნო პოსტში).
📌აღნიშნული პირობების შესასრულებლად კი, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ 6 თვე. თუ შევასრულებთ ამ ყველაფერს, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, თუ არა და – არა. თუმცა, გასათვალისწინებელია, თითქმის შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის გაიხსნება ჩვენთვის კიდევ ერთხელ ასეთ შესაძლებლობათა ფანჯარა, მაგრამ ამის თქმა შემიძლია, რომ თუ ყველა მოქალაქე არ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და არ მოსთხოვს და აიძულებს ხელისუფლებას ამ პირობების შესრულებას, ჩვენი თაობა ევროპულ რეალობას, დიდი ალბათობით, ვერც კი დაინახავს.
ავტორი: აიჰან გასანოვი