ეკონომიკაshe

კომპანია Goldman IPO-ზე უარს იტყვის, თუ ყველა დირექტორი თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი კაცი იქნება

თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი კაცებით სრულად დაკომპლექტებული საბჭოს ხანა კორპორაციულ მმართველობაში დასასრულს უახლოვდება.

Goldman Sachs Group Inc.-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ სოლომონმა (David Solomon) გუშინ ეს ულტიმატუმი დავოსიდან გააჟღერა. უოლ-სტრიტის უმსხვილესი კომპანია აქციების პირველადი განთავსების მხრივ (ინგლ. Initial Public Offering, ანუ IPO) აშშ-სა და ევროპაში კომპანიას ბირჟაზე აღარ გაიყვანს, თუ მას არ ეყოლება დირექტორი, რომელიც იქნება ან ქალი, ან არამეინსტრიმული ნიშნის მქონე ადამიანი.

კომპანიებში BlackRock Inc. და State Street Global Advisors, დირექტორებს აუცილებლად ქალი დირექტორების მონაწილეობით ირჩევენ. კალიფორნიაში საჯარო კომპანიები, რომლებსაც აღმასრულებელი საბჭო მთლიანად კაცებით ჰყავთ დაკომპლექტებული, შტატის ახალი კანონების მიხედვით, ამ მომენტისთვის 100 000$-ის ოდენობის ჯარიმას გადაიხდიან.

„ეს საკმაოდ უჩვეულო, შემარყეველი ცვლილებაა. გაოცებულიც ვარ და ძალიან მაინტერესებს, თუ რა მოუვა JPMorgan-სა და Morgan Stanley-ს“, – ამბობს ფრედ ფულკსი (Fred Foulkes), მენეჯმენტის პროფესორი ბოსტონის უნივერსიტეტის Questrom-ის ბიზნეს სკოლაში.

კორპორაციული საბჭო გენდერული და რასობრივი მრავალფეროვნების კუთხით იშვიათი ნათელი წერტილია ამერიკის უმაღლეს კორპორაციულ ეშელონებში. შარშან, S & P 500-ის ინდექსების მქონე კომპანიების ღია ადგილების თითქმის ნახევარი ქალებმა დაიკავეს, და მათ პირველად შეადგინეს დირექტორთა საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტი. ივლისში, S & P 500-ის ინდექსების მქონე კომპანიებში, მხოლოდ კაცებისგან შემდგარმა ბოლო საბჭომ დანიშნა ქალი.

მიუხედავად ყველაფრისა, ახალი საბჭოები ნაკლებად მრავალფეროვანია: წამყვანი IPO-ს მქონე 25 კომპანიაში, 2014-დან 2018 წლის ჩათვლით, 10-ს ქალი დირექტორი არ ჰყოლია. შარშან, Goldman Sachs-ში ქალი დირექტორი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მხოლოდ კაცებისგან შემდგარი საბჭოს თავდაპირველმა შემადგენლობამ დიდი კრიტიკა გამოწვია.

„1 ივლისიდან დაწყებული, აშშ-სა და ევროპაში, ჩვენ ვერც ერთ კომპანიას საჯაროდ ვერ მივიღებთ, თუ მას დირექტორთა საბჭოში თუნდაც ერთი განსხვავებული, ქალებზე ორიენტირებული კანდიდატი არ ეყოლება“, – განაცხადა სოლომონმა. მას აზია არ უხსენებია, რომელიც სხვა რეგიონებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება საბჭოს მრავალფეროვნების საკითხში.

მომავალ წელს, ბანკი ზღვარს ორ სავალდებულო დირექტორამდე გაზრდის, ნათქვამია Goldman-ის განცხადებაში. ეს გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, რაც ცნობილი გახდა, რომ 60-ზე მეტი ამერიკული და ევროპული კომპანია ბოლო 2 წლის მანძილზე საჯარო გახდა, მის დირექტორთა საბჭოში ქალის ან ფერადკანიანი ადამიანის არსებობის გარეშე.

Goldman Sachs-ის საბჭოში 11 ქალია.

bloomberg.com