არაკომერციულმა ორგანიზაციამ H&M Foundation, წარმოადგინა პროექტი Foundation500 – 500 წარმატებული ბიზნესმენი ქალის სია, რომლებსაც საკუთარი კომპანიები გააჩნიათ და მათ ბიზნესისთვის რთულ პირობებში უძღვებიან.
Foundation 500-ის მიზანი ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაა. პროექტის ავტორთა აზრით, ეს სიღარიბესთან ბრძოლისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის ეფექტური ხერხია. სიაში მოხვედრილი ქალები ბიზნესში ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების გლობალური პროგრამის მონაწილენი არიან, რომლის ინიციატორადაც H&M Foundation და ჰუმანიტარული ორგანიზაცია CARE მოგვევლინენ.
პროექტმა ეფექტურობა უკვე გამოავლინა: პროგრამის პირველ ეტაპზე, მხარდაჭერა მიიღო 100 000-ზე მეტმა ქალმა ბურუნდიდან, კოტ-დივუარიდან, გვატემალადან, ინდონეზიიდან, იორდანიიდან, ნეპალიდან, პერუდან, ფილიპინებიდან, სიერა-ლეონედან, შრი-ლანკადან, იემენიდან და ზამბიიდან. პროექტის შედეგად, ქალთა შორის შემოსავლების ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 202,8% შეადგინა, ყველაზე დაბალმა – 104%, ყველაზე მაღალმა კი – 401%.
დაიანა ამინი (Diana Amini), H&M Foundation-ის მენეჯერი: „ბიზნესმენი ქალები ჩვენი დროის გმირები არიან და შეფასებების თანახმად, უახლოეს წლებში, მილიარდზე მატი ქალი მნიშვნელოვან მშრომელ ფენად იქცევა. ქალები საქმიანი ჟურნალების ყდაზე ძალზე იშვიათად ჩნდებიან. ბოლოჯერ, ქალი Fortune-ის ყდაზე გამოჩნდა, 2014 წლის სექტემბერში. Foundation 500-ის სიაში, ჩვენ იმის შესახებ წარმოდგენის შეცვლა გვსურს, თუ როგორ გამოიყურება ბიზნეს ლიდერი“.
კარლ-იოჰან პერსონი (Karl-Johan Persson), H&M Foundation-ის გამგეობის წევრი, H&M-ის გენერალური დირექტორი: „2014-2020 წლების განმავლობაში, H&M Foundation 14 მილიონ დოლარს გამოყოფს განვითარებად ქვეყნებში მომუშავე 200 000-ზე მეტი ქალი ბიზნესმენის დასახმარებლად. ეს თანხები მოხმარდება ბიზნესის დასაწყებად და გასავითარებლად საჭირო საწყისი კაპიტალისა და ბენეფიციართა პროფესიული ცოდნის გაღრმავებას. თუ ჩვენ გაეროს მიერ მდგრადი განვითარების მიღწევა გვსურს ქალთა უფლებათა და შესაძლებლობათა გაფართოებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში, ამის განსახორციელებლად ჩინებული მომენტია“.