თანასწორობის პოლიტიკა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ქალთა დღის აღსანიშნავად გამართული მიტინგი ცრემლსადენი გაზით დაშალა

თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იმ რამდენიმე ათეული ქალის შეკრების დასაშლელად, რომლებიც სტამბოლის ცენტრში გუშინ ღამით ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეეცადნენ.

Reuters-ის რეპორტიორებმა ადამიანთა ჯგუფი დაინახეს, რომელიც თავდაპირველად რამდენიმე ასეული ქალისგან შედგებოდა. ისინი ტაქსიმის მოედნის კიდეზე პლაკატებითა და დროშებით გამოჩნდნენ. პოლიციამ მყისვე ცოცხალი კედელი აღმართა, რათა მათთვის ისტიკლალის ქუჩაზე, რაიონის მთავარ საფეხმავლო გზაზე, გადასვლისთვის შეეშალა ხელი.

დემონსტრაციის დიდი ნაწილი დაიშალა, რადგან მას ისტიკლალის ქუჩაზე გასვლის შესაძლებლობა არ მიეცა.

სტამბოლის გუბერნატორმა ალი იერლიკაიამ (Ali Yerlikaya) მეტროსადგურების ტაქსიმისა და  სიშანეს გადაკეტვა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მთავარი მოედნისკენ მიმავალი ყველა გზა დაიბლოკებოდა.

„ეს ადგილები, კანონის მიხედვით, შეკრებებისა და დემონსტრაციებისთვის გათვალისწინებული არაა“, – ნათქვამია გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შარშან, 8 მარტს, ქალთა დღის აღნიშვნის მსურველთა წინააღმდეგ, პოლიციამ ასევე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

reuters.com