Օրագրեր

Աիդա Սահարյանի մասին

🔹 Աիդան 24 տարեկան է, Ախալքալաքի Գումբուրդո գյուղից։ 2017 թվականին ավարտել է Գումբուրդոի հանրային դպրոցը։ Դպրոցը ավարտելուց հետո նրա ամենամեծ նպատակն էր ուսումը շարունակելը, որը ցավոք այդպես էլ մնաց երազանք։
💬 «Դպրոցս ավարտելուց հետո շատ էի ուզում սովորել համալսարանում, ուզում էի լեզուներ սովորել, առանձնահատուկ սեր ունեմ վրաց լեզվի հանդեպ, սակայն գյուղական մտածելակերպը պատճառ հանդիսացավ ուսումս չշարունակելու։ Ապրելով գյուղում, գյուղական պայմանները թույլ չէին տալիս գոնե ոչ ֆորմալ կրթություն ստանալ։ Երկար ժամանակ ինձ կոտրված էի զգում. մի կողմից ուսում ստանալու անհագ ցանկությունը, մյուս կողմից՝ սահմանափակումները, որոնք ստիպում էին հիասթափություն զգալ, առանձնանալ բոլորից։ Ամեն ինչ, ինչ կապված է կրթություն ստանալու հետ, այսօր ինձ համար ցավոտ թեմա է։
➡ Երկար ժամանակ անգործ մնալուց հետո հասկացա, որ ժամանակն ամենաթանկ բանն է այս կյանքում, և պետք է այն իզուր չվատնենք։ Եվ ի վերջո հասկացա, որ պետք չէ բավարարվել միայն ուսում ստանալու պահանջով, կյանքում երբ մի դուռ փակվում է, անպայման բացվում է մեկ ուրիշը։ Որոշեցի տիրապետել իմ սիրած արհեստին` ամենից շատ ինձ գրավում էր մատնահարդարումը։ Սովորելուց հետո սկսեցի աշխատել գյուղում՝ տան պայմաններում, իմ փոքրիկ սենյակը դարձավ իմ աշխատասենյակը։ Այն միտքը, որ անկատար է մնացել ուսում ստանալու երազանքը, ավելի էր ստիպում ինձ անթերի լինել մատնահարդարման գործում։ Աշխատանքս սկսելուց հետո երկար ժամանակ չպահանջվեց, որպեսզի ունենայի իմ հաճախորդները։ Տեսնելով հաճախորդների գոհ դեմքերը, լսելով ոգեշնչող խոսքեր, ջանք չէի խնայում, որ լինեմ լավագույնը իմ գործում։
🖇 Արդեն մեկ տարուց ավել է ինչ աշխատում եմ, մարդիկ գոհ են իմ կատարած աշխատանքից, և գնալով աճում է հաճախորդների թիվը։ Իմ մտքով չէր էլ կարող անցնել, որ կունենամ աճ այս գործում, և իմ սիրած աշխատանքը դարձավ նաև փոքրիկ բիզնես։ Մի քանի ամիս անց ունեցա նաև մատնահարդարման ուսուցման առաջարկ, ինչն իհարկե շատ ուրախալի էր, միևնույն ժամանակ նույնքան պարտավորեցնող։ Երկար մտածելուց հետո որոշեցի ընդունել աշակերտներ, խմբում կային տարբեր տարիքային անձիք` սկսած 12 տարեկանից։ Սիրով եմ փոխանցում գիտելիքներս աշակերտներիս, միևնույն ժամանակ` ես ինքս փորձում եմ սովորել ավելին և ինքնակատարելագործվել այս գործում։ Հիմա օրվա մեծ մասը անցկացնում եմ հաճախորդներիս և աշակերտներիս հետ, իմ փոքրիկ անկյունում, դա ինձ համար դարձել է ապրելակերպ։ Աշխատանքիս հետ մեկտեղ ունեմ նաև սիրելի հոբբի՝ նկարել. սիրում եմ նկարել, երբ ուզում եմ մենակ մնալ ինքս ինձ հետ։ Ինձ մոտիվացնողը և՛ կյանքում, և՛ աշխատանքում, ծնողներս են ու մոտ ընկերներս, հուսահատության պահերին, երբ մտածում եմ ինձ մոտ ոչինչ չի ստացվի, ինձ մտերիմ մարդիկ դառնում են ինձ հենարան և առաջ շարժվելու ուժ տալիս։ Ես ինձ միշտ մոտիվացնում եմ այս խոսքերով․ «Ինձ չի հետաքրքրում, թե ով է ինձնից լավը այս գործում, կարևորն այն է, որ ես այսօր արեցի ավելին քան երեկ»:
———–
⏩ აიდა საარიანის შესახებ
🔹 აიდა 24 წლისაა, ახალქალაქის სოფელ გუმბურდოში ცხოვრობს. 2017 წელს, გუმბურდოს საჯარო სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მისი ყველაზე დიდი მიზანი სწავლის გაგრძელება იყო, რაც, სამწუხაროდ ოცნებად დარჩა.
💬 „სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდოდა უნივერსიტეტში სწავლა, მინდოდა, ენები მესწავლა, განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ქართული ენის მიმართ, მაგრამ სოფლის მენტალიტეტმა განაპირობა, რომ სწავლა ვერ გავაგრძელე. სოფელში ცხოვრების პირობები არც არაფორმალური განათლების მიღების საშუალებას იძლეოდა. კარგა ხანს ვიყავი გულგატეხილი, ერთი მხრივ, სწავლის დაუოკებელი სურვილის, მეორე მხრივ, შეზღუდვების გამო, რომელიც თავს ყველასგან განცალკევებულად მაგრძნობინებდა. ყველაფერი, რაც განათლების მიღებას უკავშირდება, ჩემთვის ისევ მტკივნეული თემაა.
➡ დიდი ხნის უმუშევრობის შემდეგ მივხვდი, რომ დრო ყველაზე ძვირფასია ამ ცხოვრებაში და ტყუილად არ უნდა დავკარგოთ, რომ მხოლოდ განათლების მიღების მოთხოვნით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. როდესაც ცხოვრებაში ერთი კარი იხურება, ყოველთვის მეორე იღება. გადავწყვიტე, დავუფლებოდი ჩემს საყვარელ ხელობას. ყველაზე მეტად მანიკური მიზიდავდა. სწავლის შემდეგ, სოფელში, სახლის პირობებში დავიწყე მუშაობა. ჩემი პატარა ოთახი ჩემი კაბინეტი გახდა. აზრი, რომ განათლების მიღების ოცნება აუხდენელი დარჩა, კიდევ უფრო მაიძულებდა, ვყოფილიყავი სრულყოფილი მანიკურში. სამუშაოს დაწყების შემდეგ, დიდი დრო არ დამჭირვებია, რომ საკუთარი კლიენტები მყოლოდა. მომხმარებელთა კმაყოფილი სახეების დანახვისას, სულისშემძვრელი სიტყვების მოსმენისას, ძალ-ღონეს არ ვზოგავდი, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი ჩემს საქმეში.
🖇 უკვე ერთ წელზე მეტია, ვმუშაობ. ხალხი კმაყოფილია ჩემი მუშაობით და კლიენტების რაოდენობაც იზრდება. აზრადაც არ მომსვლია, რომ ამ საქმეში ზრდა მექნებოდა და ჩემი საყვარელი სამსახურიც მცირე ბიზნესი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ, მეც მქონდა შემოთავაზება, მესწავლებინა მანიკური, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის, მაგრამ ამავე დროს – ძალიან საპასუხისმგებლოც. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე მოსწავლეების მიღება. ჯგუფში სხვადასხვა ასაკის ადამიანები იყვნენ, 12 წლიდან დაწყებული. მიყვარს ჩემი ცოდნის მოსწავლეებისთვის გადაცემა. ამავდროულად, მე თვითონ ვცდილობ, ვისწავლო მეტი და გავაუმჯობესო ჩემი თავი ამ საქმეში. ახლა, დღის უმეტეს ნაწილს ჩემს კლიენტებთან და სტუდენტებთან ვატარებ, ჩემს პატარა კუთხეში, ეს ჩემთვის ცხოვრების წესად იქცა. ჩემს საქმიანობასთან ერთად, საყვარელი ჰობიც მაქვს: მიყვარს ხატვა, როცა საკუთარ თავთან მარტო ყოფნა მინდა. რაც მაძლევს მოტივაციას როგორც ცხოვრებაში, ასევე – სამსახურში, ჩემი მშობლები და ჩემი ახლო მეგობრები არიან. სასოწარკვეთილების მომენტებში, როცა მგონია, რომ არაფერი გამომდის, ჩემი ახლობელი ადამიანები ხდებიან ჩემი საყრდენი და მანიჭებენ ძალას, წინ წავიწიო. ჩემს თავს ყოველთვის ამ სიტყვებით ვაძლევ მოტივაციას: „არ მაინტერესებს, ვინ არის ჩემზე უკეთესი ამ საკითხში, მთავარია, დღეს უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე გუშინ“.