ფანჯარა

İdeal Gürcüstan

Bir ay öncə iştirak etdiyim bir sorğu zamanı mənə çox maraqlı bir sual verdilər, bu sual “sizin üçün ideal gürcüstan necədir və onun qurulması nə qədər mümkündür?” sualından ibarət idi.
Sualın başında məndən “ideal Gürcütsanın” necə olduğu soruşulan hissəyə cavab vermək mənim üçün həqiqətən də çox asan oldu. Ona görə ki, bu bizim ölkəmizdə hər kəsin, hər gün danışdığı bir mövzudur və mənim üçün də bu haqda danışmaq heçdə çətin deyildi. Hər kəs kimi məndə “Ideal Gürcüstanda” qanunun aliliyi prinsipi qorunmalıdır, ölkədə azad məhkəmə sistemi, güclü iqtsadiyat və enerji tehlükesiziyi olmalıdır, yerliözünüidarəetmə və mərkəzi hakimiyət xalqla şəffaf işləməlidir, ölkədə korropsiya, diskriminasiya, nepotizm, işsizlik və bahalaşma kimi hallar olmamalıdır, güclü xarci və daxili siyasətimiz olmalıdır, demokratik dəyərlər və insan hüquqları qorunmalıdır və s. kimi gündəlik müzakirə mövzusu olan şeyləri vurğulayıb, bu haqda uzun-uzun danışdım.
Ancaq növbə sualın ikinci hissəsini cavablamağa gələndə, hansı ki, ideal Gürcüstanın qurulmasının nə qədər mümkün olması soruşulurdu, bunu cavablamaq mənim üçün həqiqətən çox çətin oldu.
Mən o an düşündüm ki, Gürcüstanda 31 ildir – müstəqilliyin bərpa edildiyi gündən bugünə qədər, hər kəs bu ideal dövləti qurmaq istəyir. Ölkədə çevrilişlər olur, hakimiyyətlər dəyişir, qarşıdurmalar baş verir ancaq yenədə ideal ölkə qurmaq mümkün olmur. Baxmayaraq ki, əslində biz elə bir ölkə qura bilərik, ancaq biz bunu niyəsə edə bilmirik və sonda ümidimizi itirib Gürcüstan hara, ideal ölkə olmaq hara deyib keçirik.
Burada mütləq qeyd olunmalıdır ki, ideal dövləti seçdiyi hakimiyyət ilə bərabər xalq qurmalıdır. Yəni bu quruculuqda bir başa xalq iştirak etməlidir. Ancaq biz bunu niyəsə təcrübədə heç zaman bacara bilmirik. Bu an “bəs biz bunu niyə bacara bilmirik?” sualı keçir insanın ağlından. Buna cavab vermək üçün isə biz gərək cavabı elə “xalqın” özündə axtaraq.
“Xalq” sözü ümumi anlayışdır və bu anlayışa dövlətdə yaşayan hər kəs qadınlar, kişilər, gənclər, fiziki məhdud imkanlı şəxslər, milli/dini azlıqlar və s. daxildir. Hətda dövləti idarə edənlər (hakimiyyət) belə, xalqın içindən və xalqın özü tərəfinfən seçilir. Elə buna görədə “hər hakimiyyət, təmsil etdiyi xalqın üzüdür” deyə bir söz var.
Yuxarıda qeyd etdiyim kimi, xalq həqiqətən çox geniş bir anlayışdır və böyük gücdür. Məncə hər bir xalq ideal dövləti qurmağa qadirdir, sadəcə gərək o “xalq anlayışına” daxil olan hamı, həmin quruculuqda birbaşa iştirak etsin. Biz bunu dəqiq bilməliyik ki, hamı iştirak etməsə ideal ölkə heç bir zaman qurula bilməz. Siz düşünün, Qadınların iştirak etmədiyi bir quruculuqda ideal bir ölkə qurula bilərmi? Yaxud, kişilərin iştirak etmədiyi yerdə bu mümkün olar? Gənclərin, fiziki məhdud imkanlı şəxslərin, mili/dini azlıqların, fərqli siyasi və ictimai baxışlara sahib insanların və s. iştirakı olmadan ideal ölkə qurula bilərmi? – Gürcüstan son 31 ildə bizə hamının iştirakı olmadan ideal ölkənin qurula bilinməyəcəyini göstərdi. Bunu biz ölkəmizin təcrübəsindən çox yaxşı bilirik. Məhz biz Gürcüstanda ideal dövlət quruculuğu zamanı heç bir zaman qadınların iştirakına icazə verməmişik. Onların təhsil almasına, siyasi və ictimai proseslərə qoşulmasına mane olmuşuq. Hətda bu hal o vəziyyətə gəlib ki, sonda parlamentdə qadın deputat olması üçün partiyalara məcburiyyət, yəni kvota qoyulmalı oldu.
Əlavə olaraq bizdə milli/dini azlıqlar bu quruculuqda ümumiyyətlə heç vaxt iştirak etmirlər, son zamanlar gənclər proseslərə biraz qoşulsalar da, fiziki məhdud imkanlı şəxslər ümumiyyətlə yoxdurlar.
Yəni xalq olaraq biz hamılıqla bu prosesdə iştirak etmirik buna səbəb bizim özümüzün yaratdığımız ikili standartlarlar, qadağalar, streotiplərlər və diskriminasiya haları olubdur. Və bu belə davam etdiyi müddətdəcə isə “ideal Gürcüstan dövlətindən” və onun qurulmasının nə qədər mümkün olub-olmamasından söhbət belə gedə bilməz.
Müəllif: Naşir Orduxanov

————————–
იდეალური საქართველო
რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი გამოკითხვისას დამისვეს ძალიან საინტერესო კითხვა:
“რას წარმოადგენს თქვენთვის იდეალური საქართველო და რამდენად შესაძლებელია მისი აშენება?”.
თავიდან, პასუხის გაცემა გამიადვილდა იმ ნაწილზე, სადაც მკითხეს, რას წარმოადგენს „იდეალური საქართველო“. იმიტომ, რომ ეს ის თემაა, რომელზეც ჩვენს ქვეყანაში ყველა, ყოველდღე საუბრობს და ამაზე საუბარი არ გამჭირვებია.
ისევე როგორც ყველას, მეც მჯერა, რომ „იდეალურ საქართველოში“ კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი სასამართლო სისტემა, ძლიერი ეკონომიკა და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაონ გამჭვირვალედ ხალხთან. არ უნდა იყოს კორუფცია, დისკრიმინაცია, ნეპოტიზმი, უმუშევრობა და ინფლაცია, ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო საშინაო პოლიტიკა, დაცული უნდა იყოს დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები და ა. შ. მე ამაზე ვრცლად ვისაუბრე, ხაზგასმით გავამახვილე ყურადღება იმაზე, რაც ყოველდღიური განხილვის საგანია.
მაგრამ როცა კითხვის მეორე ნაწილზე პასუხის გაცემის დრო დადგა, რომელიც მეკითხებოდა, რამდენად შესაძლებელია იდეალური საქართველოს აშენებაო, პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდა.
მაშინვე დავფიქრდი, რომ 31 წელი საქართველოში – დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, ყველას უნდოდა ამ იდეალური სახელმწიფოს აშენება. ქვეყანაში გადატრიალებები ხდება, იცვლება მთავრობები, ხდება კონფლიქტები, მაგრამ იდეალური ქვეყნის აშენება მაინც არ გამოდის. მართალია, ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ ასეთი ქვეყანა, მაგრამ ამას რატომღაც ვერ ვახერხებთ და ბოლოს იმედს ვკარგავთ და ვამბობთ, სად საქართველო და სად იდეალური ქვეყანაო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იდეალური სახელმწიფო ხალხმა უნდა ააშენოს მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად. ანუ ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ მშენებლობის პროცესში. მაგრამ რატომღაც, ჩვენ ამას პრაქტიკაში ვერასდროს გავაკეთებთ. ამ მომენტში ადამიანის გონებაში ისმის კითხვა – რატომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება?. ამაზე პასუხის გასაცემად პასუხი თავად ხალხში უნდა ვეძებოთ.
სიტყვა „ხალხი“ ზოგადი ცნებაა და ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანს მოიცავს – ქალებს, მამაკაცებს, ახალგაზრდებს, შშმ პირებს, ეროვნულ/რელიგიურ უმცირესობებს და ა. შ. ასევე მათ, ვინც მართავს სახელმწიფოს (ხელისუფლება), ირჩევს ხალხიდან და თავად ხალხის მიერ. ამიტომ არსებობს გამონათქვამი: „ყოველი ხელისუფლება იმ ხალხის სახეა, რომელსაც წარმოადგენს“.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხალხი მართლაც ძალიან ფართო ცნება და დიდი ძალაა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ერს შეუძლია ააშენოს იდეალური სახელმწიფო, მაგრამ ყველა, ვინც მონაწილეობს ამ „სახალხო კონცეფციაში“, უშუალოდ უნდა იყოს ჩართული ამ მშენებლობის პროცესში. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ იდეალური ქვეყანა ვერ აშენდება ყველას მონაწილეობის გარეშე. როგორ ფიქრობთ, იდეალური ქვეყანა შეიძლება აშენდეს იქ, სადაც სადაც ქალები არ მონაწილეობენ? ან შესაძლებელია იქ, სადაც მამაკაცები არ არიან? შესაძლებელია თუ არა იდეალური ქვეყნის შექმნა ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეროვნული/რელიგიური უმცირესობების, განსხვავებული პოლიტიკური და სოციალური შეხედულებების მქონე ადამიანების და ა. შ. მონაწილეობის გარეშე? – საქართველომ ბოლო 31 წელი გვაჩვენა, რომ იდეალური ქვეყანა ყველას მონაწილეობის გარეშე ვერ აშენდება. ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნის გამოცდილებიდან. ეს ჩვენ ვართ, ვინც ქალებს არასოდეს ვაძლევთ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში იდეალური სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩვენ მათ ხელი შევუშალეთ განათლების მიღებასა და პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში ჩართვაში. ფაქტობრივად, საბოლოოდ, პარტიები იძულებულნი გახდნენ, ქალებისთვის პარლამენტის წევრების კვოტა დაედგინათ.
გარდა ამისა, ჩვენი ეროვნული/რელიგიური უმცირესობები საერთოდ არ არიან ჩართულნი ამ მშენებლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ახალგაზრდები ახლახან ჩაერთნენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ არიან.
ანუ, როგორც ერი, ჩვენ ყველა არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში ორმაგი სტანდარტების, აკრძალვების, სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის გამო, რაც ჩვენვე შევქმენით. და სანამ ასე გაგრძელდება, „იდეალური ქართული სახელმწიფოს“ შესახებ და მისი აშენების შესაძლებლობაზე საუბარი წარმოუდგენელია.
ავტრორი: ნაშირ ორდუხანოვი