ფანჯარა

İntihar

Gündəlik həyatımızda biz intihar xəbərləri ilə tez-tez rastlaşırıq və əminəm bu hər kəsi çox narahat edir. Qeyd edim ki, intihar bütün dünya üçün çox böyük bir problemdir. Bu problemin böyüklüyünü başa düşmək üçün isə sadəcə rəqəmlərə baxmaq kifayətdir.
Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının (WHO) yayımladığı hesabatlara görə dünyada hər 40 saniyədə bir insan intihar edir. Bu isə hər il ortalama 800 mindən çox insanın intihar edərək canına qəsd etməsi deməkdir. Araşdırmalara görə bu rəqəmin 2030-cu ilə qədər 1 milyonun üzərində olacağı ehtimal edilir. Maraqlısı isə dünyada ən çox intihar edən şəxslərin 19-25 yaş arası gənclər olmasıdır.
Gürcüstanda da vəziyyət dünyanın geri qalanından heç də fərqli deyil. Daxili İşlər Nazirliyinin rəsmi saytında 2017-ci ildən, 2021-ci ilin İyun ayına qədər intihar və intihara cəhd etmə hadisələrinin rəsmi statistikası yerləşdirilib.
Daxili İşlər Nazirliyinin rəsmi statistikalarına görə Gürcüstanda:
2017-ci ildə:
365 nəfər intihar edib
265 nəfər intihara cəhd edib
2018-ci ildə:
389 nəfər intihar edib
477 nəfər intihara cəhd edib
2019-cu ildə:
377 nəfər intihar edib
494 nəfər intihara cəhd edib
2020-ci ildə
380 nəfər intihar edib
552 nəfər intihara cəhd edib
2021-ci ilin Yanvar-İyun ayları arasında:
225 nəfər intihar edib
255 nəfər intihara cəhd edib
Daxili İşlər Nazirliyinin rəsmi saytında yayımlanan statistikadan da görünür ki, Gürcüstanda hər il intihar edən insanların sayı azalmaq əvəzinə artmaqdadır və ölkəmizdə ortalama hər günə 1 insan intihar edir. Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının (WHO) statistikalarına görə Qafqazda Rusiyadan sonra ən çox intihar hadisəsinin baş verdiyi ölkə məhz Gürcüstandır.
İnsanları intihara aparan səbəblər əsasən ağır sosial-iqtisadi vəziyyət, ailə daxili münaqişələr, şəxsə qarşı təhdid və onu alçaltmaq, məcburi evlilik və insanların azadlıqlarının məhdudlaşdırılması, müəyyən psixoloji problemlər və s. kimi səbəblərdir.
Çox təssüflər olsun ki, Gürcütanda xüsusilə ailədaxili münaqişələrdən və məcburi evlilik hallarından sonra baş vermiş intihar hadisələri çox dərindən və lazımınca araşdırılmır. Bəzən hüquqmühafizə orqanları özləri belə insanlara qarşı zorakılıq törədərək, təhdid və təzyiq edərək onların intihar etmələrinə səbəb olurlar. Qeyd edim ki, Gürcüstan cinayət məcəlləsinin 115-ci maddəsinə görə insanları intihar həddinə çatdırmaq cinayətdir və 2 ildən 4 ilə qədər azadlıqdan məhrum etmə cəzasını nəzərda tutur.
Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının (WHO) tövsiyyələrinə və cağırışlarına baxmayaraq dünyanın bir çox ölkəsində o cümlədən Gürcüstanda hələ də intiharın qarşısının alınması proqramı yaradılmayıb.
Düşünmək belə çox acıdır bizim ətrafımızda hər gün insanlar intihar edərək öz həyatlarına son qoyurlar biz isə istər cəmiyyət olaraq, istərsədə dövlət olaraq sadəcə baş verənləri xəbər olaraq izləyib, öz həyatımıza davam edirik.
Müəllif: Naşir Orduxanov
——————
სუიციდი
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით სუიციდის ამბებს, რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს. მინდა, აღვნიშნო, რომ სუიციდი ძალიან სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და ამის დასადასტურებლად, საკმარისია გადავხედოთ მონაცემებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი იკლავს თავს. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად საშუალოდ 800 000-ზე მეტი ადამიანი კვდება სუიციდის შედეგად. კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1 მილიონს გადააჭარბებს. საინტერესოა, რომ ძირითადად, სუიციდის მსხვერპლები 19-25 წლამდე ახალგაზრდები არიან.
ვითარება საქართველოში არაფრით განსხვავდება მსოფლიოსგან. 2017 წლიდან 2021 წლის ივნისამდე თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის ოფიციალური სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში:
2017 წელს –
365-მა ადამიანმა მოიკლა თავი;
265 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა.
2018 წელს –
389 ადამიანმა მოიკლა თავი;
477 ადამიანმა სცადა სუიციდი.
2019 წელს –
377 ადამიანმა მოიკლა თავი;
494 ადამიანმა სცადა სუიციდი.
2020 წელს –
380-მა ადამიანმა მოიკლა თავი;
552 ადამიანმა სცადა სუიციდი.
2021 წლის იანვრიდან ივნისამდე –
225 ადამიანმა მოიკლა თავი;
255 ადამიანმა სცადა სუიციდი.
შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს, რომ საქართველოში თვითმკვლელობათა რიცხვი შემცირების ნაცვლად, ყოველწლიურად იზრდება და ჩვენს ქვეყანაში, საშუალო სტატისტიკით, ყოველდღიურად 1 ადამიანი იკლავს თავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, კავკასიის რეგიონში რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი სუიციდის შემთხვევა საქართველოშია.
ზოგადად, რომ ავიღოთ, სუიციდის ძირითადი მიზეზებია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახური კონფლიქტები, პიროვნების მიმართ მუქარა და დამცირება, იძულებითი ქორწინება და ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვა, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები და ა.შ.
სამწუხაროდ, საქართველოში განსაკუთრებით ოჯახური კონფლიქტებისა და იძულებითი ქორწინების შემთხვევების შემდეგ სუიციდის შემთხვევებს ხოლმე სიღრმისეულად და სათანდოდ არ იძიებენ. ხანდახან კი, ადამიანები თვითონ პოლიციის ძალადობის, მუქარისა და ზეწოლის გამო იკლავენ თავს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანა არის დანაშაული და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებისა და მოწოდებისა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და საქართველოში ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა.
ძალიან მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რომ ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ ადამიანები იკლავენ თავს, ხოლო ჩვენ, როგორც საზოგადოება, ასევე სახელმწიფო, უბრალოდ ვუყურებთ მომხდარს და ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ავტორი: ნაშირ ორდუხანოვი