თანასწორობის პოლიტიკა

შესაძლოა, თურქეთი სტამბოლის კონვენციიდან გავიდეს

თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების მმართველი პარტია, რომელსაც სათავეში რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი უდგას, ანკარის სტამბოლის კონვენციიდან გასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამასთან დაკავშირებით, ანკარაში საპროტესტო აქცია გაიმართა, რის დროსაც 33-ამდე დემონსტრანტი ქალი დააკავეს.

მიტინგის მონაწილეების პლაკატებზე შემდეგი ფრაზები ეწერა: „სტამბოლის კონვენცია ქალთა სისხლის ფასადაა შექმნილი“, „ჩვენ არ დავუშვებთ ქალთა კვლას!“.

აქციის დროს, პოლიციასთან შეტაკებებიც მოხდა, რომელმაც დემონსტრაციას გზა გადაუკეტა და მის მონაწილეებს დაშლა უბრძანა.

თურქეთში კონვენციის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ სტამბოლის შეთანხმების ხელმოწერა თავიდანვე შეცდომა იყო, რადგან იგი „ხრწნის ოჯახურ ფასეულობებსა და ტრადიციულ გენდერულ როლებს“, აგრეთვე, „შემოაქვს დასავლური ფასეულობები და პროპაგანდირებს „ლგბტ ცხოვრების წესს“.

morningstaronline.co.uk