ამერიკულმა Citigroup-მა, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი ბანკების ოთხეულში შედის Bank of America-სთან, JPMorgan Chase-სა და Wells Fargo-სთან ერთად, გამოაცხადა, რომ მისი გენერალური დირექტორის პოსტიდან 60 წლის მაიკლ კორბატი მიდის და მის ადგილს, დირექტორთა საბჭოს კენჭისყრით, 53 წლის ჯეინ ფრეიზერი (Jane Fraser) დაიკავებს. იგი ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც უოლ-სტრიტის ბანკს ჩაუდგება სათავეში.
წარმოშობით შოტლანდიელი, ჰარვარდისა და კემბრიჯის კურსდამთავრებული ფრეიზერი Citigroup-ში 16 წელზე მეტია, მუშაობს. შარშან, იგი პრეზიდენტად დანიშნეს, ხოლო მანამდე საცალო საბანკო ოპერაციებისა და ლათინური ამერიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მის დამსახურებებს შორისაა საცალო განყოფილების რესტრუქტურიზაცია 2012 წელს Smith Barney-ის საბროკერო ფირმის გაყიდვის შემდეგ და იპოთეკური კრედიტების ბიზნესის სწორად მართვა რთულ 2013-2015 წლებში. ლათინურ ამერიკაში, მან წარმატებით იმუშავა ბრაზილიის, არგენტინის, კოლუმბიისა და მექსიკის ბაზრებზეც.
Citigroup-ში ფრეიზერი ანალიტიკოსი იყო ლონდონის ბანკის Goldman Sachs-ის მიერთების საკითხზე, შემდეგ კი კონსალტინგ კომპანია McKinsey-ის პარტნიორი იყო. როგორც Financial Times აღნიშნავს, ფრეიზერის კარიერა McKinsey-ში იმ განცხადებით დაიწყო, რომ იგი პირდაპირ მხოლოდ ბანკის განყოფილების ხელმძღვანელთან იმუშავებდა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ამ უკანასკნელმა სამუშაოდ დაუყოვნებლივ მიიღო 26 წლის ჯეინი.
ფრეიზერის ამჟამინდელი კოლეგები ამბობენ, რომ მან ხასიათის პირდაპირი თვისებები მთელი კარიერის მანძილზე შეინარჩუნა. ჟურნალმა Fortune იგი ბიზნესის ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა 2014-სა და 2015-ში, ხოლო გაზეთმა American Banker, იგი ზედიზედ ორი წელი დაასახელა “ქალად, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუსმინო”.
ამ მომენტისთის, ჯეინ ფრეიზერი ლათინურ ამერიკაში Citigroup-ის გენერალური დირექტორია. იგი ბიზნესის მართვას 23 ქვეყანაში აკონტროლებს. ასევე, ჯეინი საოპერაციო კომიტეტის წევრია Citigroup-ში.
Citigroup-ის ხელმძღვანელის პოსტზე სხვა პრეტენდენტებს შორის პაკო იბარაც იყო, რომელიც ინსტიტუციურ კლიენტებთან მუშაობდა, და გაერთიანების ამჟამინდელი ფინანსური დირექტორი მარკ მეისონიც. თუმცა, ფრეიზერმა მათ ბევრად გადაუსწრო. იგი პროგრესზე დაფუძნებული მმართველობის გამტარებელია. როდესაც მმართველობა მის ხელში გადავა, ბანკის მმართველობაში სანახევროდ ქალები მოვლენ. ეს დიდი განსხვავებაა 8 წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით, როდესაც მმართველობაში მხოლოდ სამი ქალი იყო. აღმასრულებელი საბჭოს გუნდი ასევე ქალებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ისეთ ფუნქციებს აკონტროლებენ, როგორიცაა ნორმატიული მოთხოვნების დაცვა და სამართლებრივ-ნორმატიული რეგულირების საკითხები – უმნიშვნელოვანესი სფეროები, რადგან ბანკი უახლოეს თვეებში თავისი ინფრასტრუქტურის ნორმატიული კონტროლისა და კონტროლის საშუალებების გაძლიერებას აპირებს.
ზოგიერთ საკითხში, კომპანია კიდევ უფრო შორს წასვლას აპირებს. ბანკი ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალთა 50%-მდე წარმომადგენლობის გაზრდას ისწრაფვის თავის ანალიტიკურ და ასოციაციურ პროგრამებშიც. 2019 წელს, საშტატო ანალიტიკოსების 45%-ს ქალები შეადგენდნენ, წინა წელს კი – 35%-ს.