ვისკი Johnnie Walker-ის მწარმოებელი კომპანია Diageo, ამერიკულ ბაზარზე მალე ალკოჰოლური სასმელს, Jane Walker-ს, გაუშვებს, რომლის ლოგოტიპზე ქალი იქნება გამოსახული.
როგორც Johnnie Walker-ის ვიცე-პრეზიდენტი სტეფანი ჯეიკობი (Stephanie Jacoby) აღნიშნავს, ტრადიციულად, შოტლანდიური ვისკი კაცების სასმელად მიიჩნევა. კომპანიის გათვლებით, ახალი ბრენდი ქალებს მოიზიდავს.
ასევე, Diageo კომპანიის ხელმძღვანელობაში ქალების რიცხვის გაზრდას აპირებს და ამა წლის აპრილისთვის, დირექტორთა საბჭოში ქალთა წარმომადგენლობის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.
საერთო ჯამში, Jane Walker-ის 250 000 ბოთლის წარმოება იგეგმება, რომელიც აშშ-ს ბაზარზე მარტიდან გაიყიდება. თითოეული გაყიდული ბოთლიდან, ერთი დოლარი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს გადაერიცხება.
ვისკის ბრენდი Johnnie Walker, 1820 წლიდან იწარმოება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვისკია. მისი შემქმნელი, შოტლანდიელი ჯონი უოკერი ქალაქი კილმარნოკიდან, 1857 წელს გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა ალექსანდრ უოკერმა და შვილიშვილმა ალექსანდრ უოკერ უმცროსმა, ბრენდი მსოფლიო მარკად აქციეს. სწორედ მათი ინიციატივით შეიქმნა ვისკის ლოგოტიპი, რომელზეც ცილინდრიანი და ხელჯოხიანი კაცია გამოსახული.
წყარო: washingtonpost.com