ქალზე ძალადობა

ჩეჩნეთში კაცები “საცოლეების გამოსასყიდად” ფულს მიიღებენ

ჩეჩნეთში, რამზან კადიროვის ბრძანებით, ახმატ-ჰაჯი კადიროვის ფონდიდან, საცოლეების გამოსასყიდად, გამოიყოფა თანხები 207 საქმროსთვის, რომლებსაც პანდემიის გამო, ქორწინებისთვის ფული აღარ დარჩათ. საქმროების ოჯახები ურდუსთვის (საცოლის გამოსასყიდად გაღებული თანხა), 50 000 რუბლს აიღებენ, მუსლიმური წესით ქორწინების რიტუალის შესასრულებლად.

ამა წლის აპრილიდან მოყოლებული, СOVID-19-ის პანდემიის გამო, ჩეჩნეთში სასულიერო პირებმა ქორწინების ცერემონიები აკრძალეს. 25 მაისიდან, აკრძალვა გაუქმდა, თუმცა, საქორწინო ზეიმების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს: საქორწინო ცერემონიების მონაწილეთა რიცხვი ყველაზე ახლობელი სანათესაოთი უნდა შემოიფარგლოს, ხოლო პატარძალს უკან მხოლოდ ორი მანქანა უნდა მიყვებოდეს.

წყარო: ria.ru