დღეს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პოლიციელთა ტრეინინგი გენდერული ძალადობის საკითხებზე. ტრეინინგს ესწრებოდნენ თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ახმეტის, დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს გამომძიებლები.
ელისო რუხაძე, საფარის იურისტი: “მოხარული ვარ, რომ დღეს ვარ იმ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე, რომელიც მიზნად ისახავს, გამოკვეთოს ის პრობლემები, რასაც საფარი თავის მუშაობის პროცესში აწყდება. ამ საკითხების გადაჭრა წარმოუდგენელია პოლიციის კომპეტენტური და მაღალეფექტიანი მუშაობის გარეშე. დღეს, თანამედროვე კანონმდებლობაში ბევრი ისეთი საკითხი არსებობს, რაც მხოლოდ პოლიციის და გამოძიების მხრიდან სწორი ჩართულობის შემთხვევაში იმუშავებს ეფექტურად და მაქსიმალურად დაიცავს ძალადობის მსხვერპლთ მოძალადეთა საფრთხისგან. ამიტომ, მსგავსი შეხვედრები სამართალდამცავებთან არის უმნიშვნლოვანესი, თუმცა აქვე დავძენ, რომ ამ კუთხით კიდევ უამრავი სამუშაოა გასაწევი”.
ტრეინინგი ჩატარდა Global Fund for Women-ის მხარდაჭერით.