სიახლეები

დანიის გენდერული თანასწორობის ცოდნის ცენტრი იწვევს მკვლევარს

KVINFO, დანიის გენდერული თანასწორობის ცოდნის ცენტრი, ეძებს კვალიფიციურ მკვლევარს, რომელმაც უნდა ჩაატაროს კვლევა საქართველოში მცხოვრებ გენდერული ძალადობის მსხვერპლ ქალებზე. კვლევის მიზანია გენდერულ ძალადობასა და ეკონომიკურ ავტონომიას შორის კავშირის შესწავლა.

ჩვენს საერთაშორისო საქმიანობას საქართველოში აფინანსებს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პროგრამის „გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიის“ ფარგლებში.

სასურველია, მკვლევარი თავისუფლად ფლობდეს როგორც ქართულ, ასევე – ინგლისურ ენებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა ორშაბათი, 14 აგვისტო.

განსახილველად, გთხოვთ, წარუდგინოთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტები ალესანდრო გრანატოს, საერთაშორისო პროგრამის კოორდინატორს, alessandro.granato@kvinfo.dk:

– CV ინგლისურ ენაზე პუბლიკაციების ჩამონათვალის ჩათვლით

– ამ კვლევის მეთოდოლოგიური გეგმა არაუმეტეს ორი გვერდისა

– წერილობითი მუშაობის ორი ნიმუში ინგლისურ ენაზე

– ხარჯების ფინანსური ანგარიში.

დამატებითი ინფორმაცია განაცხადის შესახებ იხ. თანდართულ დოკუმენტში.