დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO, ეძებს მკვლევარს, რომელიც ჩაატარებს თვისებრივ კვლევას, შეისწავლის და გააანალიზებს საქართველოში KVINFO-ს პარტნიორი ქალთა უფლებადამცველი სამი ორგანიზაციის მუშაობას.
თვისებრივი კვლევა არის დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროგრამის, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიის ნაწილი. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს გენდერული სამართლიანობა საქართველოში და უკრაინაში. პროგრამას KVINFO ახორციელებს გენდერულ სამართლიანობაზე მომუშავე სამ ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში და ორ ორგანიზაციასთან ერთად უკრაინაში. პროგრამა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო და 2024 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19 აპრილი.
სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV, სამოტივაციო წერილი, აღნიშნულ სფეროში თქვენი გამოცდილების დამადასტურებელი 2-3 ნამუშევარი და მომავალი კვლევის გეგმა, უნდა გაგზავნოთ ამ მეილებზე:
ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები, ნახეთ ბმულზე: KVINFO Georgia Case study ToR