საფარი” დაიცავს იმ მოქალაქეების უფლებებს, რომლებზეც პირველ ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურებმა იძალადეს. გელა ხასაიას პროცესის დასრულების შემდეგ, მანდატურებმა მოქალაქეებს სასამართლოს შენობა გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის მანდატურების მხრიდან ადამიანებზე ძალადობის პირველი შემთხვევა, რადგან სასამართლო სხდომებზე დამსწრე პირთა მიმართ თვეებია, რაც ადგილი აქვს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ჩვენ, დაზარალებულებთან ერთად, მივმართავთ თბილისის პროკურატურას და მოვითხოვთ:
- პროკურატურამ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსა და პირველ სართულზე განთავსებული ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი დაარქივდეს და გამოძიების მიერ გადაუდებლად იქნას ამოღებული.
- ყველა დაზარალებული გამოიკითხოს.
- ყველა დაზარალებულს შესაბამისად – დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.
ამასთანავე, “საფარი” მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს და მოვუწოდებთ, ყურადღებით დააკვირდეს საქმის წარმოებას და არ დაუშვას კამერებიდან მასალის წაშლა.