რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ საფარის ყოფილი თანამშრომელი, იურისტი და ქვიარ აქტივისტი მარი კურტანიძე ერთ-ერთი იქნება 30 მომხსენებელს შორის, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ახალი საქმიანობა და კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს ევროპის საბჭოში მარი, ამას თავად გვიამბობს.
მარი კურტანიძე: ევროპის საბჭო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც იცავს ევროპაში ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. ევროპის საბჭოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გენდერული თანასწორობის მიღწევაა, რასაც შიდაორგანიზაციულად ცდილობს. ამისთვის, ის ნერგავს გენდერულ მეინსტრიმინგს და ახორციელებს სხვადასხვა ნაბიჯებს, მის ყველა სტრუქტურასა და ქვედანაყოფში. გენდერის მომხსენებლების როლის შემოღებაც, სწორედ ორგანიზაციულად გენდერული თანსწორობს მიღწევისკენ გადადგმული ნაბიჯია. ყველა სახელმწიფოთაშორისო სტრუქტურა ვალდებულია, ჰყავდეს გენდერის საკითხებზე მომხსენებელი. მისი ძირითადი მოვალეობაა, უზრუნველყოფს გენდერული საკითხების წინ წამოწევა და გენდერული მეინსტრიმინგი მოახდინოს მუშაობის პროცესში და შემდეგ უკვე, ამის შესახებ მოხსენებები აკეთოს პერიოდულად, რომ სტრუქტურას ჰქონდეს ინფორმაცია, ამ მხრივ რამდენად არის პროგრესი მიღწეული.
გაერთიანებული საბჭო ახალგაზრდულ საკითხებში, არის ევროპის საბჭოს თანამართველობაზე დაფუძნებული სტრუქტურა, სადაც 30 არჩეული ახალგაზრდა, 50 ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო წარმომადგენელთან ერთად განსაზღვრავს ევროპის ახალგაზრდულ სტრატეგიას, სამომავლო პრიორიტეტებს, ბიუჯეტს, პროგრამებზე ახდენს გავლენას. ეს რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც თანამონაწილეობის პრინციპზეა აგებული. ევროპის საბჭო ახალგაზრდულ საკითხებს არ წყვეტს მხოლოდ სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ, არამედ ირჩევს დამოუკიდებელ 30 ახალგაზრდას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან და ნაციონალური ახალგაზრდული საბჭოებიდან, რომ მათთან ერთად იმუშაოს. 30 ახალგაზრდიდან 20 აირჩევა ევროპის ახალგაზრდული ფორუმის მიერ, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაციაა. მას 100-ზე მეტი ახალგაზრდული ორგანიზაცია ჰყავს წევრად. მე სწორედ ახალგაზრდულმა ფორუმმა ამირჩია არჩევების შედეგად, სადაც იგლიომ წარმადგინა. იგლიოშიც, თავის მხრივ, არჩევნებზე გამარჯვების შედეგად მოვხვდი.
იგლიო, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ახალგაზრდული ლბგტქი ორგანიზაციაა, რომელიც გამგეობის წევრებს ირჩევს ორი წლის მანდატით. ამჟამად, როგორც იგლიოს გამგეობის წევრი, მეორე ვადით ვარ არჩეული და მომდევნო ორი წლის განმავლობაში როგორც იგლიოში, ასევე ახალგაზრდულ საბჭოში ვიქნები. ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი როლია, რადგან რეალურად გაქვს გავლენა პოლიტიკაზე. ახალგაზრდობის სამინისტროების, სააგენტოების და სხვა სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად, მექნება საშუალება, ვიმსჯელო ახალგაზრდების გამოწვევებზე და ყურადღება გავამახვილო გენდერულ თანასწორობაზე და არა მხოლოდ.
როგორც ქვიარ აქტივისტი, გენდერს არ ვხედავ ორობითად, ბინალურად, როგორც თანასწორობას მხოლოდ კაცებსა და ქალებს შორის. ჩემთვის მნიშნველოვანია, დისკუსიები წამოვწიო გენდერის ფლუიდურობაზე, ის განიხილებოდეს, როგორც სპექტრი და იმ ადამიანების ხმა ისმოდეს, ვინც ამ ორობითი სისტემის მიღმა ვართ.
ამ ეტაპზე ეს ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია, რადგან ეს როლიც მხოლოდ კაცების და ქალების თანსწორობაზე კონცენტრირდება. თუმცა, ჩემთვის ეს იქნება ერთ-ერთი მნიშნველოვანი მიზანი, სექსუალობის საკითხების წამოწევასთან დაკავშირებით. საბჭოში ყველა თანმხდება, რომ სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით სავსეა, რადგან ისეთ სახელმწიფოებთან მოგვიწევს საკითხების განხილვა, რომლებიც გამუდმებით არღვევენ იმ ლგბტქი ახალგაზრდების უფლებებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მომდევნო ორი წელი ძალიან საინტერსო და საკმაოდ რთულიც იქნება, თუმცა ამ სირთულეების არ მეშინია. ძალიან დიდი გზა გავიარე, რომ საბჭოს წევრი გავმხდარიყავი, რაც არც ისე ადვილია ქვიარ ქალისთვის, საქართველოდან. მნიშნველოვანია, რომ იმ საჭიროებეზე ვისაუბრო, რომელიც ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ლგბტქი ახალგაზრდებს, გოგოებს და არაბინალურ ადამიანებს აქვთ.
განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო: ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საფარში მივიღე, ერთ-ერთი მთავარია, რაც სულ მეხმარებოდა და მეხმარება სხვადასხვა პროფესიულ სიცრცეებში ნავიგაციაში. ძალიან მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, სწორედ იმიტომ, რომ ყველა ერთმანენთს უაზიარებდა საფარში თავის ციდნას და რაც მთავარია, ნდობას უცხადებდა. საფარში სჯერათ შენი შესაძლებლობების და ეს თავდაჯერებულობასაც გაძლევს, რაც ცოდნაზე უფრო მთავარია. ფემინისუტრ ორგანიზაციაში მუშაობა, ბევრ ისეთ რამეს გაძლევს, რასაც სხვა სივრცეებისგან ვერ მიიღებ. თუ სხვაგან იბრძვი, რომ არ დაგვანგრიონ, თავი დაიმკვიდრო, აქ თითქოს ამას სხვების მაგალითზე, სხვა ძლიერი ქალების ყურებით სწავლობ. უფრო კონკრტულად კი, ქალების საკითხებზე მუშაობამ, რომელიც პრაქტიკიდან მივიღე, გაცილებით ღრმა კვალი დატოვა ჩემზე, ვიდრე თუნდაც გენდერზე სამაგისტროს გაკეთებამ.