სექსუალური შევიწროება

#MeToo – სოციალურ ქსელებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს

სახელგანთქმული კინოპროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ მისი შევიწროებული ქალების მიერ აგორებული მძლავრი მუხტი, მასშტაბურ სოციალურ კამპანიაში გადაიზარდა, სახელწოდებით #MeToo. კამპანიის ფარგლებში, ყოველდღიურად ათობით ათასი ქალი აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების ან თავდასხმების მსხვერპლი ყოფილა.

ჰეშთეგის #MeToo (#მეც) ქვეშ, თავიანთ ისტორიებს ქალები და ზოგიერთი კაცი მას შემდეგ ყვებიან, რაც მსახიობმა ალისა მილანომ (Alyssa Milano) კვირას თავის ტვიტერზე დაწერა: „თუ სექსუალური შევიწროება ან თავდასხმა გამოგიცდიათ, ეს ყველაფერი აღნიშნეთ ჰეშთეგ #MeToo-ს ქვეშ, რათა ჩვენ ყველამ პრობლემის რეალური მასშტაბი გამოვააშკარავოთ“.

უკვე გუშინ, ორშაბათს, დღის მეორე ნახევრისთვის, დასახელებული ჰეშთეგი მილიონზე მეტჯერ გამოიყენეს. კამპანიას მალევე შეუერთდნენ ლედი გაგა (Lady Gaga), მონიკა ლევინსკი (Monica Lewinsky), როზარიო დოუსონი (Rosario Dawson) და სენატორი ელიზაბეტ უორენი (Elizabeth Warren).

„როდესაც ადამიანს ერთხელ აუპატიურებენ, მომდევნო გაუპატიურებები მისთვის ნაკლებ მტკივნეულია. მე ფსიქიკურად, ინსტიქტურად უარი ვთქვი ამაზე. ჩემმა სხეულმა მომხდარი დაიმახსოვრა და ამან ჩემი ფსიქიკა დაიცვა. მე უბრალოდ გავქრი“, – აცხადებს ჰეშთეგის ქვეშ მსახიობი რეიჩელ ვუდი (Evan Rachel Wood).

მიუზიკლ „ჰამილტონის“ ვარსკვლავმა ხავიერ მუნიოსმა (Javier Muñoz) საზოგადოებას ასევე გაუზიარა საკუთარი გამოცდილება: „მეც. არ ვიცი, იმას აქვს თუ არა რამე მნიშვნელობა, რომ ამას გეი წერს, მაგრამ მსგავსი ამბავი რამდენჯერმე გადამხდენია“.

პარალელურად, მსგავსი კამპანია მიმდინარეობს Instagram-ზე, სადაც მოდელები მოდის ინდუსტრაში არსებულ შევიწროებებსა და ადევნებებზე საუბრობენ.

ჰეშთეგი საქართველოშიც სწრაფად გავრცელდა, განსაკუთრებით ფეისბუქის საშუალებით. ქართველი ქალები აქტიურად საუბრობენ მათ ცხოვრებაში მომხდარი სექსუალური ხასიათის ძალადობის ისტორიებზე. დისკუსია ელის მათ, ვისაც საკუთარი ისტორია ჯერ არავისთვის გაუზიარებია.

https://www.facebook.com/etusik/posts/10155709813362910

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10159167195830467&set=a.10150287752765467.532866.764385466&type=3