ოჯახში სისტემატიური ძალადობის მსხვერპლ ნანა გოგალაძეს ახალი წლის ღამეს ქმარი დაესხა თავს და მისი მოხრჩობა სცადა. გაუსაძლისი ფიზიკური ძალადობის გამო, ქალი იძულებული გახდა, 112-ში დაერეკა და შეეტყობინებინა, რომ მასზე ძალადობდნენ.
საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთით დაგვიანებით გამოცხადდა, – ამ დროისთვის, ქალს ქმარი უკვე დაჭრილი ჰყავდა, რადგან, დროის ამ მონაკვეთში, მოძალადემ ნანას მოხრჩობა სცადა, რა დროსაც, მსხვერპლი დასწვდა დანას და მოძალადეს ჭრილობა მიაყენა.
ნაცვლად იმისა, რომ ნანა გოგალაძე სახელმწიფოს მსხვერპლად მოეაზრებინა, მას განზრახი დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლი წაუყენა, რომელიც 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საფარი“ საქმეში მოგვიანებით ჩაერთო. ჩვენ აღმოვაჩინეთ ბევრი პროცესუალური დარღვევა, ამასთან, არ მიმდინარეობდა ქალის მიმართ სისტემატური ძალადობის ფაქტების გამოძიება. უგულებელყოფილი იყო ის დაზიანებები, რომელიც მოძალადემ ქალს მიაყენა. ჩვენი განცხადებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება მოძალადე ქმრის წინააღმდეგ და მას წარედგინა ბრალი.
აღნიშნული საქმის განხილვა 2 წელზე მეტია, მიმდინარეობს. „საფარი“ იცავდა ნანა გოგალაძეს ინტერესებს სასამართლოში. ჩვენ გამოვკვეთეთ აუცილებელი მოგერიების ფარგლების მართლზომიერების პირობები, რაც გაითვალისწინა მოსამართლემ. გამოიკითხა არაერთი მოწმე, ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, დააკვალიფიცირა რა აღნიშნული ქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიება, ნანა გოგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ფოტოზე: ნანა გოგალაძე საფარის ადვოკატ ელისო რუხაძესთან ერთად.