გაიტერსბურგი, მერილენდი – ექსპერტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. მათ შორის არიან მერილენდელი მეცნიერი ქალებიც.
გაიტერსბურგის ვაქცინების ლაბორატორიაში Novavax თითოეული ფლაკონი, ბოთლი და ინსტრუმენტი გულდასმით მუშავდება.
ნიტა პატელი (Nita Patel) Novavax-ის დირექტორია ანტისხეულების აღმოჩენისა და ვაქცინების შემუშავების საქმეში. იგი ქალთა გუნდს ხელმძღვანელობს, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ მედეგი ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.
„ქალი ვარ და ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა, ვაქცინა ბაზარზე ქალმა გაიტანოს. ეს დიდი სტიმული იქნება ახალგაზრდა გოგონებისთვის, მოვიდნენ მეცნიერებაში“, – ამბობს პატელი.
„ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ ვაქცინა მოქმედებს, რომ იგი უსაფრთხოა და ვეცადოთ მისი მილიარდობით დოზის წარმოებას. შესაძლოა, ერთი წლის-18 თვის შემდეგ ყველაფერი მოგვარდეს“, – აცხადებს დოქტორი გრეგორი მარკ გლენი (Gregory Mark Glenn).
თუმცა, აუცილებელია დამატებითი ცდების ჩატარება, და პატელსა და მის ჯგუფს უკვე ვაქცინის სამი ვარიანტი აქვს.
მკვლევარებს ლაბორატორიის თეთრი ხალათები აცვიათ, ხელთათმანები და დამცავი სათვალეები უკეთიათ.
„ვაქცინების წარმოების ჩვენეული ტექნოლოგია თანამედროვეა. ჩვენ არასოდეს ვეხებით ადამიანის ინფექციურ ვირუსს. ყველაფერს ხელახლა ვქმნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ასლს 3D-პროექციით ვიღებთ. თითოეული ეს გვირგვინი გვიჩვენებს, თუ როგორ უკავშირდება ვირუსი ადამიანის უჯრედებს. ამიტომ, თუ ჩვენ შევქმნით იმუნურ პასუხს ამ ამოფრქვევაზე, მაშინ ამ ინფექციის დაბლოკვასაც შევძლებთ“, – ამბობს გლენი.
ამ მომენტისთვის, ვაქცინა შემუშავების მეორე ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცხოველებზე გამოიცდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შემდეგი ეტაპები მისი ადამიანებზე ტესტირება იქნება.