თავისუფლების მონიტორმა მოამზადა დოკუმენტური ფილმი – პედოფილია კურთხევით, რომელიც ეხება იმ მძიმე დანაშაულებებს, რომლებსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. ჟურნალისტური გამოძიება ეყრდნობა 2021 წლის სექტემბერში, ინტერნეტში გავრცელებულ, სავარუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შედგენილ ჩანაწერებს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაილების ავთენტურობას საგამოძიება ორგანოება ჯერ კიდევ ადგენენ. ამ დრომდე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები არასათანადოდ იქნა გამოძიებული და არც რელიგიური პანსიონების დეინსტიტუციონალიზების პროცესია დაწყებული.
შეგახსენებთ, რომ “საფარი” მუშაობს სქესობრივი ტიპის დანაშაულებებზე, მათ შორის, პედოფილიაზე. თუ თქვენ ხართ დაზარალებული და გსურთ მოიძიოთ მხარდაჭერა, მოგვმართეთ! შეგიძლიათ კონფიდენციალურად ესაუბროთ ჩვენი გუნდის წევრს და მიიღოთ სოციალური, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება.
დაგვიკავშირდით ნომერზე 599 40 76 03, ან მოგვწერეთ: info@sapari.ge
კონფიდენციალურობა დაცულია!