უკვე ზედიზედ მერვე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს აქციები, რაც პოლონეთში აბორტის პრაქტიკულად სრულ აკრძალვას მოჰყვა. ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში თავისი რისხვის გამოსახატად.
მანამდე, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციორად ცნო მდგომარეობა, რომელიც აბორტის გაკეთების უფლებას იძლეოდა ნაყოფის მძიმე დეფექტების შემთხვევაში (პოლონეთში აბორტების უდიდესი უმრავლესობა ამ მიზეზით კეთდებოდა). ორსულობის შეწყვეტა ამიერიდან ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც განაყოფიერება გაუპატიურების ან ინცესტის დროს მოხდა, ასევე მაშინ, თუ ორსულობა ქალის სიცოცხლეს ემუქრება.
პოლონეთის ვიცეპრემიერმა, მმართველი პარტიის “სამართალი და სამართლიანობა” მეთაურმა იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა, პროტესტის მონაწილეები იმაში დაადანაშაულა, რომ მათ პოლონეთის “დანგრევა” სურთ, და ადამიანებს მოუწოდა, “დაიცვან ერი და კათოლიკური ეკლესია”.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 59% კანონის ამ ცვლილებას მხარს არ უჭერს.
აგნეშკა კრანცი, კომპანია Bydgoszcz-ის მენეჯერი: “ჩვენგან უმრავლესობა ამ პროტესტებს მხოლოდ აბორტის შესახებ კანონის გამკაცრების გამო კი არ გამოხატავს, არამედ – თავისუფლების სურვილის გამოც. ამ აკრძალვამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის ბროლის ბიძგი მოგვცა. დღეს ეს აბორტებია, ერთი თვის წინ კი ჩვენ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის მოთხოვნით შევიკრიბეთ. დიახ, თანდათანობით, ჩვენ ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ მიღებულ თამასას ჩამოვცდით, და ეს პარტია “სამართალი და სამართლიანობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდა. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს, მემარჯვენე შეხედულებების მქონე ჩვენი მთავრობა სულ უფრო და უფრო ჩეხავს პოლონეთს ავტორიტარული რეჟიმისკენ და ევროკავშირიდან გამოსვლისკენ ექაჩება. მე არ მინდა ამის დაშვება, და პოლონელთა უმრავლესობასაც არ სურს, ეს მოხდეს. ასე რომ, აბორტების შესახებ კანონი – ჩვენი ბასტიონია. თუ ჩვენ მასაც გავატარებთ, მომავალში თავისუფალი გამოხატვის უფლებაც შეგვეზღუდება”.