იაკობ ლიცმანი (Yaakov Litzman), ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორისაა. წინა თვეში, მან განაცხადა, რომ კორონას ეპიდემია სხვა არაფერი იყო, თუ არა ჰომოსექსუალობის გამო ღმერთის მიერ ადამიანებისთვის მოვლენილი სასჯელი.
The Times of Israel-ის თანახმად, ღვთისმსახურებებზე დასწრებით, 71 წლის ლიცმანი თავისივე სამინისტროს სახელმძღვანელო პრინციპებს არღვევდა სოციალური დისტანცირების კუთხით.
ჯანდაცვის მინისტრი ასევე ხელმძღვანელობს ულტრაოდთოდოქსულ პარტიას “თორას გაერთიანებული იუდაიზმი” (United Torah Judaism), ხოლო თვითმხილველნი იმასაც ამბობენ, რომ მისი აღმსარებლობის სხვა წევრის სახლში ლოცვისას, იგი სამი დღის შემდეგ ნახეს იმ მომენტიდან, რაც ქვეყანაში შენობაში მსახურება აიკრძალა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ისრაელის მთავრობამ ჯერ კიდევ 25 მარტს დახურა ყველა სინაგოგა, მეჩეთი და ეკლესია.