Teona Qoqliçadze ixtisasca hüquqşünasdır. O, hazırda, ixtisası üzrə “Safari’ təşkilatının Kutaisidəki ofisində işləyir.

Qanuna zidd bir yanaşma olsa da, bizim reallıqda vərəsəlik məsələlərində belə bir ənənə var ki, mülk bütövlükdə oğula qalır, qıza “cehiz” verilməsi kifayətdir deyə hesab olunur. Əmlak hüququ Gürcüstanın Mülki Məcəlləsi ilə tənzimlənir və cinsə görə əmlak əldə etmək məsələləri bir-birindən ayrılmır. Gürcüstan mülki qanunvericiliyinə görə, valideynlərin əmlakı həm qıza, həm də oğula bərabər aid olsa da, qadınların əksəriyyəti vərəsəlik hüququndan istifadə edə bilmir. Qardaşla miras mübahisələri cəmiyyət üçün qəbuledilməzdir və bu ənənə o qədər güclüdür ki, qadın əsasən mirassız və buna görə də mülksüz qalır.

Qanunvericilik həm qanunla, həm də vəsiyyət üzrə vərəsəlik hüququ ilə əmlak hüququnu təmin edir. Qanuna əsasən varislər arasında birinci dərəcəli varislərin, vəfat etmiş şəxsin – övladı, həyat yoldaşı, valideyn kimi qəbul edilməsi qaydasını qanunverici müəyyən edir. Ailə mübahisələri zamanı məhkəmənin qeyd olunan qanunvericilik normalarından istifadə etməsi təbiidir.

Mövcud gender balanssızlığı ilk növbədə formalaşmış ənənədən qaynaqlanır. Yalnız oğlan uşağı əmlakın varisi hesab edilir və qeydiyyat kişi üzərində də aparılır. Bu pis təcrübə ər-arvadın əldə etdiyi əmlaka da aiddir – çox vaxt ortaq əmlak kimi qeydiyyata alınmalı olan şeylər yalnız kişi həyat yoldaşlarına məxsus olur. Amma bu məsələ, eləcə də vərəsəlik bəzi çatışmazlıqlara baxmayaraq, qanunla tənzimlənir. Nikah zamanı əldə edilmiş əmlak şərikli mülk sayılır və boşanma zamanı ər-arvad arasında bölünməlidir. Reallıqda isə təəssüf ki, bu nəticəni əldə etmək böyük səy və maliyyə tələb edir.

Daşınmaz əmlakı olmayan qadınlar iqtisadi, psixoloji və fiziki zorakılığa daha həssasdırlar. Amma adət-ənənələrə bağlılıq hələ də güclüdür – getməyə yerləri olmasa belə, qardaş mülkündən pay tələb etmək qərarına gəlmək hələ də çətindir.

———————–
“ქალები საკუთრების უფლებისთვის“
თეონა გოგლიჩაძე პროფესიით იურისტია. ამჟამად პროფესიით მუშაობს კავშირის – „საფარი“ ქუთაისის ოფისში.

ჩვენს რეალობაში მემკვიდრეობის საკითხებში დამკვიდრებულია ტრადიცია, რომ ქონება სრულად უნდა დარჩეს ვაჟს, ხოლო ქალიშვილისთვის საკმარისია „მზითვის“ გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა კანონმდებლობას აცდენილია. ქონებრივ უფლებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და სქესის ნიშნით ქონების მიღების საკითხები გამიჯნული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, მშობლების ქონება თანაბრად ეკუთვნის როგორც ქალიშვილს, ასევე ვაჟს, უმეტესად ქალები ვერ იყენებენ თავიანთ უფლებას მემკვიდრეობაზე. ძმასთან მემკვიდრეობაზე დავა საზოგადოებისთვის მიუღებელია და ეს ტრადიცია იმდენად მყარია, რომ ქალი უმეტესად მემკვიდრეობის და შესაბამისად, ქონების გარეშე რჩება.

კანონმდებლობა ითვალისწინებს მემკვიდრეობის სახით ქონების მიღების უფლებას როგორც კანონით, ასევე ანდერძის გზით მემკვიდრეობის უფლებას. კანონისმიერ მემკვიდრეებს შორის კანონმდებელი განსაზღვრავს რიგითობას, სადაც პირველი რიგის მემკვიდრეებად მიიჩნევიან გარდაცვლილის – შვილი, მეუღლე, მშობელი. ოჯახური დავების არსებობის შემთხვევაში ბუნებრივია, სასამართლო აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებით სარგებლობს.

არსებული გენდერული დისბალანსი პირველ რიგში გამოწვეულია დამკვიდრებული ტრადიციით. როდესაც ქონების მემკვიდრედ მხოლოდ ბიჭი მიიჩნევა და რეგისტრაციაც მამაკაცზე ხორციელდება. ეს მანკიერი ჩვევა მეუღლეების მიერ შეძენილ ქონებაზეც ვრცელდება – ხშირად ის, რაც თანასაკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს, რეგისტრირდება მხოლოდ მამაკაც მეუღლეებზე. არადა ეს საკითხი, ისევე როგორც მემკვიდრეობა, კანონმდებლობით რეგულირდება, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად. ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებად ითვლება და განქორწინების შემთხვევაში უნდა განაწილდეს მეუღლეებს შორის. რეალურად, სამწუხაროდ, ამ შედეგის მიღწევა ძალიან დიდ ძალისხმევას და ფინანსებს უკავშირდება.

ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას, უფრო მოწყვლადი არიან ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მიმართ. მაგრამ ტრადიციებისადმი მიმართ მოწიწება მაინც ძლიერია – იმ შემთხვევაშიც კი, თუ წასასვლელი არსად აქვთ, მაინც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ძმას ქონებიდან წილი მოსთხოვონ.
