ფანჯარა

Qadınlar əmlak hüququ üçün

📌Anna Tvaradze 2006-cı ildən “Hüquqlar Gürcüstan” təşkilatının (keçmiş Konstitusiyanın 42-ci maddəsi) vəkil kimi çalışır. O, bir sıra rezonans doğuran işlər üzərində işləmişdir. Müxtəlif layihələrin koordinatoru olub. Hal-hazırda əsas fəaliyyəti ilə yanaşı, dəvət olunmuş təlimçi, eləcə də hüquqşünas-təlimçi kimi müxtəlif layihələrdə iştirak edir.
🖇Qadın və mülkiyyət
Sivil dünya qadın və kişi bərabərliyini tanıyır. Onlara qarşı hər hansı əsaslarla ayrı-seçkilik edilməsi yolverilməzdir. İctimai həyatın bütün sahələrində qadın və kişi bərabərliyini təmin edən şərait yaratmaq hər bir dövlətin birbaşa vəzifəsidir. Gender bərabərliyi qadın və kişilərin siyasi, iqtisadi, sosial, mədəni inkişaf proseslərində bərabər şəkildə iştirak etmək və ictimai nemətlərdən, imkanlardan və resurslardan bərabər istifadə etmək hüququnu nəzərdə tutur.
Gürcüstan Konstitusiyasına görə, kişilər və qadınlar bərabərdir və eyni hüquqlara malikdirlər. Onların bərabərliyi mülkə və miras hüququna şamil edilir. Bərabər mülkiyyət hüquqları qanunla qorunur və tanınır ki, bu da ər-arvadın fərdi və birgə mülkiyyətini fərqləndirir.
🖇Qadınlar maddi çətinliklərlə qarşı-qarşıya
Digər ölkələrdə olduğu kimi Gürcüstanda da qadınlar əsasən mikro və kiçik bizneslə məşğul olurlar və tez-tez maliyyə çətinlikləri ilə üzləşirlər.
Daha tez-tez maliyyəyə ehtiyacı olsa da, qadın sahibkarlar üçün bu, əlavə çətinliklərlə əlaqələndirilir. Səbəb çox vaxt daşınmaz əmlakın ailə başçısının adına rəsmiləşdirilməsi və onların əksəriyyətinin, xüsusən də kənd yerlərində (69,4%) kişilər olmasıdır.
Qadınlar üçün kişinin icazəsi olmadan əmlak vasitəsi kredit götürməsi belə çətinlik təşkil edir. Həmçinin, araşdırmaya əsasən qadınların ev təsərrüfatlarının başçısı və qərar qəbul edən şəxs rolunda olduğu ailələrdə daha az müstəqil və sabit gəlir mənbələri var ki, bu da onların yüksək faiz dərəcələri ilə borc götürməsini və/və ya qaytarmasını daha da çətinləşdirir.
‼Qanunvericilik səviyyəsində qadın rolunun olmamasına baxmayaraq, ayrı-seçkilik praktikası tamamilə fərqlidir.
Məsələn, qanunda yalnız kişilərin tuta biləcəyi vəzifələr yoxdur və rəsmi daxili nizamnaməyə görə, eyni vəzifəyə görə qadın və kişiyə fərqli maaş verilməməlidir. Əslində isə qadınlar kişilərdən 40% az maaş alırlar. Eyni zamanda, rəhbər vəzifələrdə daha çox sayıda kişi çalışır və müvafiq olaraq yüksək maaş alan kişilərin sayı daha çoxdur. Həmçinin, müxtəlif keyfiyyət araşdırmalarına və ekspertlərin fikirlərinə əsasən, hansı ilə ki, mən də razıyam, hətta bərabər şəraitdə də kişilərin yüksəlmə şansı qadından daha çoxdur.
“People in Need” beynəlxalq təşkilatının və Aİ-Çexiya İnkişaf Agentliyinin “Vətəndaş Cəmiyyəti Aktorları Cənubi Qafqazda və Moldovada Dəyişikliklərin Təşəbbüskarları kimi” layihəsinin dəstəyi ilə “Freya” təşkilatı “Qadınlar əmlak hüququ üçün” adlı kampaniya çərçivəsində silsilə məqalələr hazırlamışdır. Məqalənin məzmununa görə, yalnız “Freya” məsuliyyət daşıyır və məzmun donorun fikirlərini əks etdirməyə bilər.
————————–
📌ქალები საკუთრების უფლებისთვის
ანნა თვარაძე 2006 წლიდან მუშაობს „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) იურისტად. ნამუშევარი აქვს არაერთ რეზონანსულ საქმეზე. იყო სხვადასხვა პროექტის კოორდინატორი. ამჟამად ძირითად საქმიანობასთან ერთად ჩართულია სხვადასხვა პროექტში როგორც მიწვეულ ტრენერად, ასევე იურისტ-ტრენერად.
🖇ქალი და საკუთრება
ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას. დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით. ყოველი სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა შექმნას პირობები, სადაც უზრუნველყოფილია ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის უფლებას თანაბრად მონაწილეობდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანასწორად სარგებლობდნენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით.
საქართველოს კონსტიტუციით ქალი და მამაკაცი თანასწორია და მათ ერთნაირი უფლებები გააჩნიათ. მათი თანასწორუფლებიანობა საკუთრებასა და მემკვიდრეობაზეც ვრცელდება. საკუთრების თანაბარი უფლება დაცულია და აღიარებულია კანონით, რომელიც განასხვავებს მეუღლეთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას.
🖇ქალები ფინანსური სიძნელეების წინაშე
საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ქალები ძირითადად წარმოადგენენ მიკრო და მცირე ბიზნესს და როგორც წესი ხშირად დგანან ფინანსური სიძნელეების წინაშე.
მიუხედავად იმისა, რომ მას უფრო ხშირად აქვს დაფინანსების მიღების საჭიროება, ქალი მეწარმისთვის ეს დამატებით სირთულეებთანაა დაკავშირებული. მიზეზი ხშირად ისაა, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებულია ოჯახის უფროსის სახელზე და მათ ძირითად ნაწილს, განსაკუთრებით სოფლად (69,4%-ს), მამაკაცები წარმოადგენენ.
ქალისთვის რთულია სესხის ქონებით უზრუნველყოფა, როგორც მინიმუმ მამაკაცის ნებართვის გარეშე. ასევე ოჯახებს, სადაც ქალები არიან შინამეურნეობის უფროსები და გადაწყვეტილების მიმღებები, როგორც კვლევამ აჩვენა, ნაკლებად აქვთ დამოუკიდებელი და სტაბილური შემოსავლის წყაროები, რაც კიდევ უფრო ართულებს მათთვის მაღალი საპროცენტო სარგებლის სესხის აღების ან/და დაფარვის შესაძლებლობას.
‼მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე არ არის ქალის როლი დისკრიმინირებული პრაქტიკა საკმაოდ განსხვავებულია.
მაგალითად, არ არსებობს პოზიციები, რომელიც კანონით მხოლოდ მამაკაცს შეუძლია დაიკავოს, და ოფიციალური შიდა რეგულაციებით ერთი და იგივე პოზიციაზე ქალი და მამაკაცი არ უნდა იღებდნენ განსხვავებულ ანაზღაურებას. რეალურად კი ქალების ანაზღაურება მამაკაცებზე 40%-ით ნაკლებია. ამასთან, მმართველ და შესაბამისად, უფრო მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე უმეტესად კაცები არიან. ასევე, სხვადასხვა თვისობრივმა კვლევებმა აჩვენა, და ექსპერტთა მოსაზრებებიც ძირითადად ამ აზრს ეთანხმება, თანაბარ პირობებშიც კი დაწინაურების შანსი მამაკაცს მეტი აქვს ვიდრე ქალს.
„კავშირი ფრეიას” კამპანიის “ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ”-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა სტატიების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.