სექსუალური შევიწროება / სექსუალური ძალადობა

დედოფალმა ელისაბედმა ჰარვი ვაინშტაინს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი ჩამოართვა

დედოფალმა ელისაბედ მეორემ ჰარვი ვაინშტაინს ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენის კომანდორობა ჩამოართვა და განკარგულება გასცა, რომ მისი სახელი ორდენის რეესტრიდან ამოშლილ იქნას.

ვაინშტაინს ორდენის კავალერობა 2004 წელს ნიუ-იორკში გადაეცა, დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსულის, ტომას ჰარდისგან. მას შემდეგ, რაც ყოფილი პროდიუსერი 2017 წელს სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, ბრიტანეთის რამდენიმე პარლამენტარმა ღია წერილით მიმართა პრემიერ ტერეზა მეის, სადაც ისინი ვაინშტაინისთვის ორდენის ჩამორთმევას ითხოვდნენ.

thegazette.co.uk