ოჯახში ძალადობა

რიანა პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს დაეხმარება

რიანას საქველმოქმედო ფონდმა Clara Lionel Foundation, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებისა და საგანგებო მდგომარეობაში დახმარებების მიმართულებით მუშაობს, 4,2$ მილიონიანი გრანტის შექმნა დააანონსა, ოჯახში ძალადობის ლოს-ანჯელესელ მსხვერპლთა დასახმარებლად. გრანტის ნაწილს ტვიტერის დამაარსებელი ჯეკ დორსი გაიღებს.

მანდატ Safer at home-ის შემოღების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უმძიმესი პერიოდი დადგა: ადგილების არქონის გამო, ქალაქი კვირაში დაახლ. 90 ადამიანს ეუბნება უარს თავშესაფარზე. გრანტი უნდა დაეხმაროს ამ ადამიანებს და, როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის “უზრუნველყოს 10-კვირიანი მხარდაჭერა, საცხოვრებლის, კვებისა და კონსულტაციების უზრუნველყოფით, მაშინ, როცა თავშესაფრები გადავსებულია და ინციდენტების რიცხვი იზრდება”.

რიანას ფონდმა უკვე 5$ მილიონი გაიღო იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც COVID-19-ის შედეგებს ებრძვიან. ტვიტერის დამაარსებელმა ჯეკ დორსიმაც განაცხადა, რომ მისი საქველმოქმედო ინიციატივა Start Small პანდემიასთან ბრძოლისთვის ერთ მილიარდ დოლარს გაიღებს.

papermag.com