ბავშვზე ძალადობა / ოჯახში ძალადობა

კვლევა: რუსეთში მშობლების უმრავლესობა ბავშვებს ფიზიკურად სჯის

რუსების დაახლოებით 2/3-ს მიაჩნია, რომ ბავშვების ფიზიკური დასჯა გარკვეულ სიტუაციებში მართლზომიერია. ეს შედეგები აჩვენა რუსეთის ყველა რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 1600-მა ადამიანმა მიიღო, 14-დან 55 წლამდე. რესპონდენტთა 60% აცხადებს, რომ ბავშვის მიმართ ფიზიკური სასჯელის გამოყენება დასაშვებია. მხოლოდ 16%-ია წინააღმდეგი ბავშვის მკაცრი ფიზიკური დასჯისა.

გამოკითხულთა 44%-ს მიაჩნია, რომ ფიზიკური დასჯა გამართლებულია, თუ ბავშვი ნარკოტიკებს იყენებს, ხოლო 34% ფიქრობს, რომ სასჯელი ქურდობის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს. ასევე, ყოველი მეათე ადამიანი აცხადებს, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა ჰომოსექსუალ ბავშვს. კვლევაში მონაწილეთა 61% ამბობს, რომ ბავშვობაში თავად ყოფილა დასჯის მსხვერპლი, მაგრამ ამ ადამიანების 68% ფიქრობს, რომ მათ მიმართ ბავშვობაში გამოყენებული სასჯელი დამსახურებული იყო.

“კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ქვეყანაში სამიდან ორი ბავშვი საკმაო რეგულარულობით ფიზიკური დასჯის მსხვერპლია”, – აღნიშნავს სოციოლოგი ლიუდმილა გორიუნოვა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში აღრიცხული მკვლელობების მთელი სტატისტიკიდან, 18,8%, ანუ ყოველი მეხუთე მკვლელობა, ოჯახში ძალადობის მიზეზით ხდება.

tass.ru