2021 წელი საფარისთვის დიდი ცვლილებების წელი იყო. ორგანიზაცია მნიშვნელოვად გაიზარდა და დღეს უფრო მეტი რესურსით მუშაობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაძლიერება, გენდერული სტერეოტიპების შედეგებთან ბრძოლაში თანადგომა, ფემინიზმისა და ქალთა უფლებების შესახებ არსებული თანამედროვე ცოდნის მიღება ესაჭიროება.
ჩვენ კვლავ თქვენ გვერდით ვართ და მიმდინარე წელსაც განახლებულ ფორმატში ვიმუშავებთ, მრავალი სიახლით და საინტერესო წამოწყებით.