11 ივნისს, ქუთაისის კულტურულ-ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვდრა ქალთა ქონებრივ უფლებების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის 60+ ასაკის ქალთა კლუბის წევრები. “საფარის” იურისტი იმერეთის რეგიონში, თეონა გოგლიჩაძე მათ ესაუბრა მემკვიდრეობის უფლებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობებზე.
გარდა კანონმდებლობისა, შეხვედრაზე განიხილეს მემკვიდრეობის მიღების პრაქტიკა ჩვენს საზოგადოებაში – როცა, ჩვეულებრივ, ოჯახის ქონების მემკვიდრედ ბიჭი შვილები ითვლებიან. ასევე, ტრადიციები და ის კულტურული გამოწვევები, რის გამოც ქალებს ქონების ფლობისა და მემკვიდრეობის მიღების უფლება ეზღუდებათ.
შეხვედრა ინტერაქციული იყო – დამსწრე ქალებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
წაიკითხეთ თეონა გიგლიჩაძის ინტერვიუ მემკვიდრეობის უფლების შესახებ.