"საფარის" საქმეები / სიახლეები

მარნეულში გატაცებული 20 წლის გოგოს ინტერესებს “საფარი” იცავს

sapari

“საფარი” იცავს 20 წლის გოგო ინტერესებს, რომელიც 18 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გაიტაცეს. ოჯახი, პოლიციის მიერ გოგონას 2-დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ადგილობრივ აქტივისტს, სამირა ბაირამოვას დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. ბაირამოვამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც საქმეში “საფარის” იურისტი ქვემო ქართლის რეგიონში, ნონა ასლანიშვილი ჩაერთო.

გოგონა 20 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამ ეტაპზე დაკავებულია ორი ადამიანი. მარნეულის სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნონა ასლანიშვილის ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ პირს, რომელიც გატაებაში მონაწილეობდა.

გატაცებული გოგონა დაზარალებულად გუშინ, 21 ივლისს სცნეს. “საფარი” განაგრძობს მისი ინტერესების დაცვას.