“საფარის” გუნდის წევრებმა განიხილეს ორგანიზაციის 2023-2025 წლების სტრატეგია და საკომუნიკაციო გეგმა. პროცესში ჩართული იყო ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი, მათ შორის იურისტები აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან. შეხვედრებზე ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება ორგანიზაციის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მაშტაბით. გარდა ამისა, დავსახეთ მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც არსებული რესურსების ეფექტიანობის გაზრდას, ისე ახალი სერვისების შემუშავებასა და დანერგვას.
შეხვედრებს ფასილიტაციას უწევდა საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start- Business Solutions მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია, რომელმაც შეიმუშავა “საფარის” საკომუნიკაციო სტრატეგია. რაც შეეება, მომდევნო წლებში ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიას, მის შექმნაში დაგვეხმარა ორგანიზაციის მართვის, სწავლებისა და განვითარების მენეჯერი, ლონდონის CIPD ასოციაციის წევრი, თეა ნიკოლაშვილი.