სიახლეები

საფარსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2025 წლის 18 ივლისს საფარმა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შეთანხმება მიზნად ისახავს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას.თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთად იმუშავებენ:

:small_orange_diamond: ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაზე
:small_orange_diamond: აკადემიური კვლევების განხორციელებაზე
:small_orange_diamond: საგანმანათლებლო ტრენინგებსა და კონფერენციების ორგანიზებაზე
:small_orange_diamond: სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის შექმნასა და გავრცელებაზე

საფარისთვის ეს მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და აკადემიურ სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე.