სიახლეები

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის იურისტის პოზიციაზე

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი ფუნქციები:

ბენეფიციარების პირველადი კონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe

YOU-ს აპლიკაციის მეშვეობით, პირისპირ);

ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოება;

სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; მტკიცებულებების მოპოვება; გამოძიების წარმართვასა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობა;

საქმიდან გამომდინარე პრობლემის (საკანონმდებლო პრაქტიკა, ეთიკური ასპექტები) იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის გაზიარება;

მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება უშუალო  ხელმძღვანელებისთვის.

კონფერენციებში, ოფიციალურ მიღებებზე თუ სხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;

საჭიროებისამებრ, ონლაინ, ბეჭდურ, სატელევიზიო მედიასთან კომუნიკაცია;

სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;

გაწეული სამუშაოს აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში;

უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია იურისტის საქმიანობასთან;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

უმაღლესი იურიდიული განათლება;

ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

დამატებითი კვალიფიკაცია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლი) და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო);

იურისტად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება.

უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დავებში.

უპირატესობა მიენიჭება მოწყვლად ჯგუფებთან (ოჯახში და/ან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ.) მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს.

გენდერული მგრძნობელობა;

ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევის უნარი;

ემპათიურობა;

თვითკონტროლი და ემოციის მართვის უნარი;

სასურველია მართვის მოწმობის ქონა;

პროგრამული უნარ-ჩვევები:

MS Word

MS Excel

ღირებულებები:

ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;

შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (უნარი);

ემპათიურობა

დაინტერესებულმა აპლიკანტმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge

CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით);

სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა  2024 წლის 23 დეკემბერი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „სისხლის სამართლის იურისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.