2025 წლის 12 ნოემბერს და 24 ნოემბერს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განმეორებით მიმართა “საფარმა” ოფიციალური განცხადებით ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.
განცხადებით მოვითხოვეთ:
ანასტასია ზინოვკინასთვის სრული, კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების დაუყოვნებლივ ჩატარება, მათ შორის:
— აპარატურული კვლევები (MRI, CT, რენტგენი, ნევროლოგიური და სხვა კვლევები);
— ლაბორატორიული კვლევები;
— შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციები;
გამოკვლევების ჩატარება შესაბამისი სამოქალაქო კლინიკის პირობებში ან, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, #18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში;
ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციების სრული და უწყვეტი შესრულება და რეალური სამკურნალო პროცესის დაწყება, მათ შორის, აუცილებელი მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფა.
დღემდე სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან წერილობითი პასუხი არ მიგვიღია და არც დაყენებული მოთხოვნები შესრულებულა, მიუხედავად იმისა რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები მიეწოდება.
ეს ვითარება ქმნის ჯანმრთელობის გაუარესების რისკს და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:
დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.



