11 აგვისტოს „საფარმა“ რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროსგან, 8 აგვისტოთი დათარიღებული წერილი მიიღო, რომლითაც ბიურო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით საფარისგან დამატებით ინფორმაციასა და „განმარტებებს“ ითხოვდა.
საფარმა კუპრაშვილის ბიუროს ვუპასუხეთ და შევახსენეთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს წერილი და მასში მოთხოვნილი პროცედურები უკანონოა, ორგანიზაციაზე აღნიშნული კანონი არ ვრცელდება და ბიუროს მიერ თვითნებურად განსაზღვრული „ინსპექტირება“ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ასევე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი საქმე ადამიანის უფლებების დაცვაა და ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
საფარის სრული წერილი ანტიკორუფციულ ბიუროს შეგიძლიათ, იხილოთ მოცემულ ბმულზე.