2024 წლის 3-5 სექტემბერს საფარის ორგანიზებით პროგრამის: „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) გაიმართა სამდღიანი რეგიონალური კონფერენცია, რომელიც გენდერული თანასწორობის, გენდერის ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის თემებს ეხებოდა.
კონფერენციის პირველი დღე პროგრამის მონაწილე ქართული და სომხური ორგანიზაციების პრეზენტაციას დაეთმო. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE)-ის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ისაუბრეს. ამავე დღეს საფარის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ექსტრემიზმი განიხილეს, ხოლო დღის ბოლოს პროგრამის აზერბაიჯანელმა პარტნიორმა (WARD) მონაწილეებს ქალთა უფლებებზე მუშაობის როგორც ქვეყნის, ასევე ორგანიზაციის გამოცდილება გაუზიარა.
მეორე დღე სრულად ადვოკატირების, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებს და თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებს დაეთმო.
კონფერენციის მესამე დღის პირველი ნაწილი აპლიკაცია SafeYOU-ს და მის განახლების განხილვას მიეძღვნა. ამ თემაზე პროგრამის სომეხმა პარტნიორებმა (IMINI) ისაუბრეს. ბოლო სესია კი საფარის წარმომადგენლის პრეზენტაციას დაეთმო. მან პროექტების შეფასების ინსტრუმენტებსა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების თემებზე ისაუბრა.
პირველ დღეს ღონისძიებას დაესწრნენ როგორც პროგრამის მონაწილეები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და ისრაელისა და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები. მეორე და მესამე დღის მონაწილეები იყვნენ პროექტში ჩართული მხარეები და „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლები.
2022 წლის ნოემბრიდან „საფარი“ ჩართულია პროგრამაში „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE). პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და მერსი ქორფს საქართველოს ორგანიზებით – აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში – ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით. საქართველოში პროგრამის პარტნიორია ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარი”.