6 ივლისს საფარმა მარნეულში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის ერთი ნაწილი გენდერული ნიშნით ჩადენილ ონლაინ ძალადობასა და ადრეულ ქორწინებაზე საუბარს დაეთმო. ამავე შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისწავლეს სხვადასხვა სოციალური მედია არხებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნა და მომავალში შეძლებენ საფარის ორენოვანი ახალგაზრდული პლატფორმისთვის – ფანჯარა მოამზადონ ვიდეომასალა და დაწერონ სტატიები მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
ტრენინგი ჩატარდა პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
რეგიონალური პარტნიორი საფარი.