სექსუალობა

კვლევა: ბავშვობაში სქესობრივი აღზრდა ზრდასრულობაში ცხოვრებას ბევრად კომფორტულსა და ჯანსაღს ხდის

ფარმაცევტულმა კომპანიამ „გედეონ რიხტერმა“ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრმა (ВЦИОМ) კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომლის ფარგლებშიც, 800 რუსი 18-დან 45 წლამდე ქალი რესპონდენტი ბავშვთა სქესობრივი აღზრდის მნიშვნელობის შესახებ გამოკითხეს.

გამოკითხულ ქალთა 93 %-ს მიაჩნია, რომ სქესობრივი აღზრდა ბავშვს ეხმარება საკუთარი სხეულის მიღებაში და მომავალში მასთან დაკავშირებული შერცხვენებისა და დისკომფორტის დაძლევაში.

„ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ქალები, რომლებიც ბავშვობაში სქესობრივი მომწიფებისა და აღზრდის საკითხს განიხილავდნენ, გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს გინეკოლოგთან მიღებაზე, ღიანი არიან თავიან პარტნიორებთან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბრისას. ამ პრაქტიკის მქონე ქალები მოცემული თემის ბავშვთან განხილვის მომხრენი არიან და იზიარებენ აზრს, რომ მსგავსი საუბრები საკუთარი სხეულის მიღებასა და მასთან დაკავშირებული სირცხვილის გრძნობის გადალახვას უწყობს ხელს“, – აცხადებს ატილა ვარადი, კომპანია „გედეონ რიხტერის“ სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთში.

გამოკითხული ქალები აღნიშნავდნენ (73%), რომ უხერხულობის გამო, ბავშვებთან სქესობრივი აღზრდის საკითხებზე საუბარი ეძნელებათ, ან არ იციან, სწორი ფორმით როგორ მიაწოდონ შვილებს ეს ინფორმაცია (63%).

რესპონდენტებმა შემდეგი თემები გამოარჩიეს, რომელთა განხილვასაც მოზარდებთან აუცილებლად მიიჩნევენ: სასქესო ორგანოების ჰიგიენა (86%), სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და კონტრაცეფციის მეთოდები (83%), მენსტრუალური ციკლი (76%), ფიზიოლოგიური ცვლილებები მოზარდთა სქესობრივი მომწიფების პროცესში (73%), პარტნიორული ურთიერთობები და ოჯახში ძალადობისგან დაცვა (72 %), სასქესო ორგანოების სიჯანსაღისთვის დამოუკიდებლად თვალყურის დევნება (72%). რესპონდენტთა დაახლოებით ნახევარს მიაჩნია, რომ თავიანთ მოზარდ შვილებთან ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი მიზანშეწონილია, ხოლო 47% ფიქრობს, რომ ამ საკითხებთან ერთად აუცილებლად განსახილველია ერექციისა და პოლუციის თემები.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ თემებზე მოზარდ შვილებთან საუბრის თავის ამრიდებელი 10%-ით ნაკლებია მათზე, ვისაც ეს აუცილებლად მიაჩნია.

lvrach.ru