დღეს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულენოვან პლატფორმა “ფანჯარაზე”, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ქართული ენის მნიშვნელოვნებაზე საუბრობენ. ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, და რომ მათ ქართული ენა მშობლიური ენასავით უყვართ.
„ქართული ენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ენა, ჩემი სამშობლოსა და ქვეყნის ენაა. მე ორი დედაენა მაქვს – აზერბაიჯანული და ქართული. პირველი, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვარ, მეორე, რადგან საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. ქართული ისე მიყვარს, როგორც ჩემი დედაენა“ – ჩინარა გოჯაევა.
„ქართული ენის ცოდნა მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო თავისუფალი და აქტიური მოქალაქე”, – ამბობს საიდ ჰუსეინოვი.
შალალა ამირჯანოვა, “ფანჯარას” ჟურნალისტი, დღევანდელი ონლაინ აქტივობის ორგანიზატორია. “ზოგადად, ქართული ენის სწავლა ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის ბევრი სიახლის, ცოდნის, ცვლილებისა და წარმატების გასაღებია. ამ ახალგაზრდებს შორის მეც ვარ და თავის დროზე ბევრი სირთულე გავიარე ენის სწავლის დროს. ამას ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად ენის ცოდნა თვითრეალიზაციაში დამეხმარა.
14 აპრილის შესახებ სკოლის პერიოდიდან ვიცი. სხვადასხვა ღონისძიებებშიც ვიღებდი მონაწილეობას ამ დღეს. წელს კარანტინი და რთული პერიოდი დაგვემთხვა, თუმცა ამ მნიშვნელოვანი დღის დავიწყება შეუძლებელია. დღეს დილით აზრად მომივიდა იდეა, გამეგო, თუ რას წარმოადგენდა ქართული ენის ცოდნა სხვა ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის. “ფანჯარა” გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავცვალოთ და გავავრცელოთ ჩვენი ნაფიქრალი. “ფანჯარას” საშუალებით, ჩვენ ორ ენაზე, როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ საზოგადოებას ვაწვდით ხმას ჩვენი აზრების, მიდგომებისა და დამოკიდებულებების შესახებ. კარგია, როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სხვა ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ საჭირო დონეზე არ ფლობენ ენას, დაინახავენ ამ ყველაფერს და ეს მათთვის მაგალითი იქნება.
იდეის შესახებ როგორც კი მივწერე სხვებს, ყველა მაშინვე დათახმდა გამოხმაურებაზე. ძალიან მოკლე დროში დამიბრუნეს მათ თავიანთი მოკლე აზრები ენის ცოდნის მნიშვნელობის შესახებ. ვფიქრობ, აზრების გაცვლა კარგია და განვითარებისკენ მივყავართ”, – ამბობს იგი.
შეგახსენებთ, რომ პლატფორმა “ფანჯარა” შეიქმნა ორგანიზაცია “საფარის” ვებპლატფორმის საფუძველზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობის შედეგად,